ღამის წვიმამ თბილისში წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. მსხვერპლის რაოდენობამ ხუთ ადამიანს მიაღწია. მათ შორის არის ორი ბავშვი.
სამაშველო და სახანძრო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და მოსახლეობა დაზიანებული უბნებიდან გაჰყავდათ. ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების სამსახურთან – 111–თან დაკავშირება გართულებულია. ორთაჭალის მიმართულებით მოძრაობა გადაკეტილია.
ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის რამოდენიმე უბანს, მათ შორის ჩუღურებთის რაიონს. თელასის ცხელა ხაზთან დაკავშირება და დაზიანებების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლებელია.
– “ამჟამად მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაობეი და მოძრაობა უკვე აღდგენილია. ძირითადი პრობლემა იყო გორგასლის ქუჩაზე, გულუას მოედანზე”, – აცხადებს ‘ნეტგაზეთან’თბილისის მერიის პრესსამსახური.
ნახევარი საათის წინ იპივეს კიდევ ერთი დაღუპილი ადამიანი. გვამები ტრანსპორტირებულია პროზექტურაში. დაღუპულები ცხოვრობდნენ გარაჟის ტიპის სახლებში.
ორთაჭალის მიმართულებით მანქანების მოძრაობა (დღის 12 საათის მონაცემებით) შეზღუდულია. მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. დატბორილია შსს–ს ავტოსადგომი და დაზიანებულია ავტომანქანები. დატბორილია ხეივნის დასახლება (ორთაჭალა).
თბილისში წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპაღამის წვიმამ თბილისში წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. მსხვერპლის რაოდენობამ ხუთ ადამიანს მიაღწია. მათ შორის არის ორი ბავშვი.