„ოცნების“ მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2026 წლის 5-6 იანვარი [ორშაბათი-სამშაბათი] უქმე დღეებად გამოცხადდა.

„ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.“ – წერია 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

ამასთან, ეს დადგენილება არ ვრცელდება:

  • „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.“

გამოდის, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულები [ზემოთ აღნიშნული გამონაკლისების გარდა] 1-ლი იანვრიდან 8 იანვრამდე დაისვენებენ: 1-2 იანვარი ახალი წლის დღეებია და უქმეა, 3-4 იანვარი შაბათ-კვირაა, ხოლო 7 იანვარი უქმე დღეა [შობა].

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version