Batumelebi | ფეხით ღრუბლებამდე ფეხით ღრუბლებამდე – Batumelebi
RU | GE  

ფეხით ღრუბლებამდე

ფეხით-ღრუბლებამდე

ავტორი: მირანდა მიქაძე

ღრუბლებით დაფარული სამყაროთი რამდენიმე წუთით  ტკბობისთვის, მწვერვალებსა და მთაზე შეყვარებული ადამიანები, შიშისა და სირთულეების მიუხედავად, მწვერვალებისკენ ფეხით მიიწევენ. მთამსვლელთა და მეკლდეურთა კავშირი ბათუმშიც არსებობს.

გიორგი ჭანკურიძე, მთამსვლელთა და მეკლდეურთა კავშირის თავმჯდომარე:

–  მესტიის ზევით, 3800 მეტრ სიმაღლეზე არის ძალიან ლამაზი მწვერვალი ბანკურიანი, რომელიც მიხეილ ხერგიანის პირველი დალაშქრული მწვერვალია და შარშან წინ, 27 აგვისტოს, ამ მწვერვალზე ასვლა მისი გარდაცვალების 40 წლისთავს მივუძღვენით. 29 აგვისტოს კი უკვე თეთნულდზე ვიყავით. ჩემთვის ყველაზე რთული და საოცნებო მწვერვალები თეთნულდი, მყინვარწვერი და საპოვნელა იყო.

–  მწვერვალზე ასვლის დროს რა შეგრძნება გეუფლებათ?

–  ამ ემოციის გადმოცემა სიტყვებითა და სურათებით რთულია. როცა დიდი დატვირთვის მერე მწვერვალზე ადიხარ და შინ მშვიდობით ეშვები, გგონია, რომ ფრთები გამოგესხა, გადაფრენა გინდა. ღრუბლები ქვევით რჩება და შენ გარშემო მწვერვალები კუნძულებივით მოჩანს, ამ სიამოვნებით ტკბები, ულამაზესი ხედები იშლება. დიდი სიამაყე და სიხარულია. გავიწყდება, მწვერვალზე ასვლას რა შრომაც დასჭირდა. ვაკეში ამის წარმოდგენა ძნელია. ვიღებთ ფოტოებს, გვაქვს ტრაპეზი, ძალა რომ მოვიკრიბოთ, ვმშვიდდებით და ნახევარი საათის შემდეგ ისევ ვეშვებით ქვევით.

–  ყველაზე ხშირად რა სირთულეები გხვდებათ?

–  მთაში ძალიან სწრაფად იცვლება ამინდი. შეიძლება ჰორიზონტზე ღრუბელი არ იყოს და უცებ გაჩნდეს. ჭექა-ქუხილიც სერიოზული პრობლემაა. ნებისმიერი მწვერვალი თავისებურად რთულია. მყინვარწვერს, თეთნულდს, საპოვნელასაც ყინულიანი ფერდობები აქვს და ოდნავი არასწორი მოძრაობაც კი ძალიან სახიფათოა.

მწვერვალზე არ შეიძლება ნებისმიერ ადამიანთან წასვლა. თოკით აგყავს მეგობარი, რომლის სიცოცხლეც შენ ხელშია. ერთმანეთს ვანდობთ სიცოცხლეს.

– ამჯერად თქვენი ოცნება რომელი მწვერვალების დაპყრობაა?

–  დიდი სურვილი მაქვს საქართველოს ყველაზე მაღალ მწვერვალზე _ ცენტრალურ შხარაზე (5000მ) ავიდე, სამხრეთ შხარაზე ნამყოფი ვარ. ერთ დროს ჰიმალაიზე გამგზავრებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ამას დიდი თანხა სჭირდება… ასევე მინდა მოხვედრა მონბლანისა და კილიმანჯაროს ფანტასტიკურად ლამაზ მწვერვალებზე.

–  როდის დაარსდა აჭარის მთამსვლელთა და მეკლდეურთა კავშირი?

–  1997 წელს დაფუძნდა. მყავს ძალიან საინტერესო გუნდი. მთამსვლელობა მარტო მოგზაურობით გატაცება არ არის, ეს არის გამოყენებითი სპორტის სახეობა. საქართველო მთიანი ქვეყანაა და სამთო ბატალიონები, სამთო ჯარებია საჭირო.

–  აჭარის მთამსვლელთა და მეკლდეურთა კავშირში რამდენი წევრია?

–  ოცზე მეტი ადამიანია აქტიურად ჩართული. ბავშვებს კლდეზე ცოცვაში ათი წლიდან ვავარჯიშებთ, 17-19 წლის ასაკიდან კი, ვინც ჯანზეა, სურვილისამებრ მწვერვალებზე მიგვყავს. სამწუხაროდ, სათანადო დაფინანსება არ გვაქვს, გუნდი მწვერვალზე წელიწადში ერთხელ მაინც რომ ავიყვანოთ. ათკაციანი გუნდი კავკასიონზე რომ ავიყვანოთ, სულ მცირე ორი კვირა საწვრთნო მომზადება და 3000-დან 5000-ლარამდეა საჭირო. ჩვენი კავშირი კი წელიწადში 1900 ლარით ფინანსდება.

რიზეს კლუბისგან გვაქვს მიწვევა და თურქეთის სხვადასხვა მწვერვალებზე ერთობლივ ასვლებს ვახორციელებთ. საქართველოშიც, კავკასიონზე, დროდადრო ტარდება ალპინიადები და იქაც გვიწვევენ.

–  რა წარმატებები აქვთ აჭარის ნაკრების წევრებს?

–  2001 წელს კვარიათელი ვალერი ფერაძე კლდეზე ცოცვაში აბსოლუტურ წონაში ჩემპიონი გახდა. იგი საქართველოს მეკლდეურთა ნაკრების წევრი იყო და მონაწილეობდა ევროპისა და მსოფლიო თასების გათამაშებაში; ასევე საქართველოს ჩემპიონატებზე არაერთი საპრიზო ადგილი აქვს აღებული ახალგაზრდული ნაკრების წევრს, კობა ფერაძეს. 2004 წელს აჭარის ახალგაზრდული ნაკრები კლდეზე ცოცვაში საქართველოს ჩემპიონი იყო.

– კლდეზე ცოცვამ დარბაზებში გადაინაცვლა…

_ კლდეზე ცოცვაში შეჯიბრებები საქართველოდან დაიწყო და ძალიან სწრაფად განვითარდა სხვა ქვეყნებში. ისეთ ქვეყნებში, სადაც კლდეები არ არის, ხელოვნურ კლდეებს აკეთებენ დარბაზებში. 2006 წელს ვიყავი უსაიდ-ის პროგრამით ნევადას შტატის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სადაც ხელოვნურ კლდეებზე მოსწავლეებთან ერთად, ასაკისა და წონის მიუხედავად, მასწავლებლებიც ვარჯიშობდნენ.

–  მწვერვალზე ასვლის სირთულეები არ აშინებთ ახალგაზრდებს?

–  ახალბედები თავიდან რთულ მწვერვალებზე არ ადიან, თანდათან ეჩვევიან. თავიდან მეც ვერ წარმომედგინა ასეთი სირთულის მწვერვალებზე თუ ავიდოდი. თუ ერთხელ მწვერვალზე ასვლამ შენს გრძნობებზე იმოქმედა, მერე ვეღარ მოშორდები. ასე ეჩვევიან მწვერვალებზე ასვლას ბიჭები, რომლებიც სხვაგან მუშაობენ, აღჭურვილობა რომ შეიძინონ, ფული დაზოგონ და მთაში წავიდნენ. როცა საქართველოს მწვერვალებიდან ნახავ, შეუძლებელია არ გიყვარდეს, ულამაზესი, ფანტასტიკური ქვეყანა გვაქვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge