სიახლეები

უცხოპლანეტელები თუ მფრინავი ფეხსაცმელები?!

30.05.2012 • • 1289
უცხოპლანეტელები თუ მფრინავი ფეხსაცმელები?!

 ავტორი: (მოქალაქე ჟურნალისტი) გვანცა სამნიძე

ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე  ბათუმის ქუჩების მონახულება, ყოველთვის წააწყდება კაცი რამე საინტერესოს ბათუმში, ხო და მეც ფოტოაპარატი სულ თან დამაქვს.

ობიექტივის კადრში 9 მარტის ქუჩა მოხვდა. ჩემი გაოცებული სახე უნდა გენახათ, როდესაც ელექტროენერგიის სადენებზე ჩამოკიდებული ფეხსაცმელები შევნიშნე. კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ, ცნობისმოყვარეობამ მორიდებულობა გადაწონა და ვცადე გამერკვია თუ რა ხდებოდა.

9 მარტის ქუჩა ძალიან პატარა და მყუდრო დასახლებაა. ერთი შეხედვით იფიქრებ, რომ აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, აქ ერთმანეთზე ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე, თუ ვის ან რაში დასჭირდა ფეხსაცმელების სადენებზე ჩამოკიდება, ვერავინ გამცა კონკრეტული პასუხი.

იქვე მოსაუბრე მოხუცებისგან გავიგე რომ, თურმე ბავშვები თამაშობენ და თან  ძლიერი ქარის დროს, ფეხსაცმელები სადენებს გადახლართვისგან იცავს.

სილამაზის სალონში მითხრეს რომ, აქ  თურმე ერთ დროს ფილმს იღებდნენ და ,,ფეხსაცმელობანაც’’ იმათ უთამაშიათ, სამწუხაროდ ამ ქალბატონმა არც ფილმის სახელი იცოდა და არც ფილმის რეჟისორი,ამიტომ ეს არგუმენტი არა დამაჯერებელი გახდა ჩემთვის.

ვარაუდები ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ვერც ერთში დავინახე სიმართლის ნაპერწკალი და ვერც მეორეში. ყველაზე საინტერესოდ ახალგაზრდა გოგონას პასუხი მივიჩნიე, რომელმაც მითხრა, რომ ეს უბანი თურმე ,,შავების’’ უბანია და აქ მცხოვრებნიც ცდილობენ ქუჩა ყველაზე განსხვავებულად აქციონ. ამავე ქუჩაზე მცხოვრებმა მამაკაცმა,რომელსაც ალბათ მუშაობის მყუდროება დავურღვიე მითხრა:

_ ბიძია შენ ახლა ,,შაირზე” ხარ! – და მეც შერცხვენილი და გაკვირვებული გამოვბრუნდი უკან.

არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამ პატარა ქუჩის მცხოვრებნი ისეთი უინტერესონი აღმოჩნდნენ, რომ ვიფიქრე იქნებ  უცხოპლანეტელები ჩამოფრინდნენ და ერთ მშვენიერ Dდღეს ასეთი საჩუქარი დაახვედრეს ხალხს-მეთქი. ამთაც არ გაკვირვებიათ და ჩვენმა საწყალმა უცხოპლანეტელებმაც გადაიფიქრეს ჩვენი გაცნობა და ისევ თავიანთ გალაქტიკას დაუბრუნდნენ. ან იქნებ მხოლოდ ფეხსაცმელებმა შეამჩნიეს არაცნობისმოყვარეობა ხალხს, იმათაც ფრთები გამოისხეს და სცადეს ადამიანების გაკვირვება, მაგრამ საუბედუროდ ვერც ამით შეძლეს ადამიანების გამოფხიზლება და დარჩნენ ასე საწყლად ჩამოკიდებულნი.

[slideshow]

გადაბეჭდვის წესი