ბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.

დაჭრილები არიან მამა და შვილი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრის შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა, ქუჩაში, გუშინ, 19 ოქტომბერს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version