სიახლეები

სარძევე ჯირკვლის კისტა და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით

30.05.2012 • • 34085
სარძევე ჯირკვლის კისტა და მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით

სარძევე ჯირკვლის კისტა, თუ ის პატარაა (1 სანტიმეტრამდე), შეიძლება დიდი ხნის მანძილზე იყოს შეუმჩნეველი და არ მიაყენოს ზიანი ორგანიზმს. ასეთი წარმონაქმნები ძირითადად გამოვლინდება სკრინინგული კვლევის დროს, შემთხვევით, და უმრავლეს შემთხვევაში განსაკუთრებულ მკურნალობას არ მოითხოვს. ასევე, უფრო მცირე კისტები (2-3 მილიმეტრი) შეიძლება გამოვლინდეს ექოსკოპიით მენსტრუალური ციკლის წინ, და ციკლის შემდეგ „გაქრნენ“, ამიტომ რეკომენდებულია ძუძუს ექოსკოპიის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-5-მე-10 დღეს, როცა მკერდი „დამშვიდებულია“.

თემურ გოგიტიძე, მამოლოგი
თემურ გოგიტიძე, მამოლოგი

დიდი ზომის კისტა გამოვლინდება სიმსივნის სახით ან ტკივილით. ეს, როგორც წესი, 2 სმ და უფრო დიდი ზომის წარმონაქმნებია, მათი დიაგნოსტიკა ექოსკოპიით არ წარმოადგენს სირთულეს. თანამედროვე აპარატებით შესაძლებელია კისტის შიგთავსისა და კედლების დათვალიერება და დამატებითი პათოლოგიების გამოვლენა.

არც ისე დიდი ხნის წინ, ჩვენთან კისტას ძირითადად ოპერაციული მეთოდით მკურნალობდნენ. ეს გამოწვეული იყო არასრული დიაგნოსტიკით და თანამედროვე აპარატურის უქონლობით. ზოგჯერ ხდებოდა კისტის „ბრმად“ პუნქცია (ნემსის ჩასობა) და შიგთავსის ამოღება, მაგრამ ამ დროს ექიმმა არ იცოდა, რა რაოდენობის შიგთავსი რჩებოდა, და შესაბამისად ხშირად სითხე კვლავ გროვდებოდა. ამავდროულად იყო საშიშროება იმისა, რომ რაიმე სიმსივნური პათოლოგია დარჩენილიყო დაუდგენელი, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამორიცხულია თანამედროვე აპარატურის გამოყენების შემთხვევაში.

ახლა ჩვენთან უკვე შესაძლებელია კისტის პუნქცია (ნემსით ამოქაჩვა) ექოსკოპური კონტროლით, როგორც ეს თანამედროვე მამოლოგიურ კლინიკებში ხორციელდება. ასეთი პროცედურის დროს ზუსტად ვხედავთ, თუ სად შეგვყავს ნემსი და რამდენი სითხე რჩება კისტაში. ვრწმუნდებით, რომ შიგთავსი მთლიანად ამოღებულია და შემდეგ შეგვყავს სპეციალური ხსნარი, იმისთვის, რომ კისტის კედლები მიეკრას ერთმანეთს და მასში სითხე განმეორებით არ დაგროვდეს. პროცედურის ყველა ეტაპი ხორციელდება ექიმის სრული ვიზუალური კონტროლის ქვეშ.

უმრავლეს შემთხვევაში პუნქციას ვაკეთებთ გაუტკივარებით, ის არ მოითხოვს დიდ დროს, ოპერაციისგან განსხვავებით არ მოქმედებს შრომისუნარიანობაზე და შესაბამისად ის კომფორტულია პაციენტისთვის. მიიჩნევა, რომ კისტების 80-90% ექვემდებარება ასეთ მკურნალობას, რაც გვაძლევს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ ოპერაცია. რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ ასეთი პროცედურის შემდეგ იმ ადგილას ისევ დაგროვდეს სითხე და დაჭირდეს განმეორებითი „ჩხვლეტა“, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

რამდენიმე რჩევა: თუკი დაგისვეს სარძევე ჯირკვლის კისტის დიაგნოზი, არ ჩავარდეთ პანიკაში, რადგან ეს უმრავლეს შემთხვევაში კეთილთვისებიანი პროცესია. ნუ გადაწყვეტთ მაშინვე ოპერაციას, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს მკურნალობის ისეთ ალტერნატიულ გზაზე, როგორიცაა კისტის პუნქცია ექოკონტროლით. ნუ მოუსმენთ არაკომპეტენტურ „ხალხურ აზრებს“ იმის შესახებ, რომ „ჩხვლეტამ“ შეიძლება გაართულოს კისტა ან „გაამრავლოს“ ის. ნუ შეგეშინდებათ ამ პროცედურის, რადგან ის უმტკივნეულო და უსაფრთხოა, როცა ხორციელდება გამოცდილი ექიმის მიერ თანამედროვე აპარატურის გამოყენებით.

გადაბეჭდვის წესი