სიახლეები

სანამ ბათუმის საკრებულო მერიას დანებდება

30.05.2012 •
სანამ   ბათუმის საკრებულო მერიას დანებდება

ავტორი:ნათია ზოიძე

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი, გელა მახარაძე არ აპირებს საკრებულოს ნაციონალურ მოძრაობას დანებდეს. ამიტომაც 2 თვეს კიდევ იმუშავებს, რომ საკითხი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე „ჩაუგდეს“, მერე კი ბიუროს სხდომაზე დაუწუნეს, მესამედ გაიტანოს. ამ მოწვევის ბათუმის თვითმმართველობის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა უმრავლესობის 6-მა წევრმა, ოპოზიციასთან ერთად, მხარი არ დაუჭირა „ავტომანქანის სპეციალურ სადგომზე გადატანის, ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის“საკითხს.

გელა მახარაძის წარმოდგენილ ტარიფს მხარი უმრავლესობიდან გოდერძი ტოტოჩავამ, გია კავაზაშვილმა, გია დიასამიძემ, მანანა ილურიძემ, ნუკრი დოლიძემ და ნოდარ დუმბაძემ არ დაუჭირეს.
პირველად წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, არასწორად გაჩერებული, ანუ დასაჯარიმებელი მანქანის სადგომზე გადატანის საფასური 60 ლარი უნდა ყოფილიყო. თუ ავტომანქანის პატრონი მანქანას ღამით არ დატოვებდა, კიდევ 10 ლარი უნდა გადაეხადა, ხოლო თუ მანქანას ღამითაც დატოვებდა, მაშინ დამატებით 20 ლარი. 2 ნოემბერს საკრებულომ ეს ტარიფები გაანახევრა. საკრებულოს ხდომაზე ეს ინიციატივა მაშინ უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ დააყენა. ექიმ გია დიასამიძის მოტივი ასეთი იყო: „60 ლარს კაცის გადარჩენაში არ მაძლევენ“.
ოპოზიციის შეფასებით „ისტორიული და უპრეცედენტო“ გადაწყვეტილებიდან 13 დღეში, მერიამ საკითხის ხელმეორედ გატანა სცადა. დღის წესრიგში, რომელიც საკრებულოს წევრებს დაურიგეს, ტარიფის განსაზღვრა მე-5 საკითხად იყო შეტანილი.
17 ნოემბერს კი, საკრებულოს წევრებს ახალი დღის წესრიგი ჰქონდათ, მე-5 საკითხის გარეშე.
რა მოხდა ბიუროს სხდომაზე?
გელა მახარაძე უარყოფს, რომ საკითხი ბიუროს სხდომაზე მოუმზადებლობის გამო არ დაამტკიცეს: „ტარიფები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, იყო სამართლიანი და საჭიროებიდან გამომდინარე. პირიქით, ვთვლით, რომ ტარიფის განახევრებას საფუძველი არ ჰქონდა. საკითხი ისევ მერიამ გამოიხმო. ჩავთვალეთ, რომ მეტი სარწმუნოებისთვის დოკუმენტს ავტოპარკინგის ანგარიშები თან დავურთოთ და ისევ გავაგზავნოთ. ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრებს ჩვენთან შეკითხვები არ ჰქონიათ. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარესთან კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ“.
ქრისტიან-დემოკრატი ვაჟა ველურიძეც ბიუროს წევრია. საკითხი მერიამ გამოიწვია თუ უმრავლესობამ დააბრუნა უკან? _ ამ კითხვით მასაც მივმართეთ. მან გვიპასუხა, რომ სხვის მაგივრად საუბარი არაეთიკურად მიაჩნია.
არგუმენტი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე გვთავაზობს, რამდენიმე დეტალით განსხვავდება გელა მახარაძის ვერსიისგან: „ბიურომ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ საკითხი, რომელიც შემოიტანა მერიამ, იყო მოუმზადებელი, არ ახლდა არგუმენტაცია, მაგალითად, საჯარიმოზე მანქანის გადაყვანა რატომ უნდა ღირდეს 60 ლარი. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ დააყენა წინადადება, რომ ეს საკითხი მოუმზადებელია და მერიას უკან უნდა დავუბრუნოთ. ნოდარ დუმბაძის წინადადებას საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს მხარი _ საკითხი ამოვიღეთ. ეს საკითხი შეიძლება გამოვიტანოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ… როცა მომზადებული იქნება“.
სანამ საკრებულო მერიას დანებდება, მანამდე ამ მანქანის მფლობელის მსგავსად თუ თქვენი მანქანა ატოპარკინგის ევაკუატორზე მოხვდა, ჯერჯერობით, 30 ლარს გადაიხდით. წესების დარღვევით გაჩერებულ მანქანას პარკინგის თანამშრომლები ლერმონტოვის ქუჩაზე ავტობუსების სპეციალურ სადგომზე გადაიყვანენ.

გადაბეჭდვის წესი