სიახლეები

სამი „ქართული ოცნება“ აჭარაში

30.05.2012
სამი „ქართული ოცნება“ აჭარაში

ავტორი: ნათია ზოიძეორგანიზაცია „ემსახურე საქართველომ“ დღეს „USAID“ -ის ბათუმის ოფისში გასული რამდენიმე თვის მუშაობა შეაჯამა და მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. მურმან დუმბაძე ამ ორგანიზაციის თავჯდომარის პოსტს დატოვებს  და  „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი ლიდერი იქნება.„ემსახურე საქართველოს“ მთავარი მიღწევად დასახელდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით. „თუ მაინც გაფორმდება ეს ხელშეკრულება ჩვენ ახლა რას ვიზამთ, ტრაქტორებით და ბულდოზერებით ვერ აღუდგებით წინ, მაგრამ გამოვაცხადებთ  მთავრობას მოღალატედ“ – მიმართა დარბაზს   მურმან დუმბაძემ  და და ერთი წლის მუშაობა  შეაფასა.ამ თემებზე „USAID“ -ის ბათუმის ოფისში მურმან დუმბაძე ჟურნალისტების თანდასწრებით  ისაუბრა, შემდეგ კი გამოაცხადა: „სამწუხაროდ ჟურნალისტებმა უნდა დაგვტოვონ და დავიწყოთ საუბარი შიდა საკითხებზე“.შეხვედრის ღია  ნაწილს „ემსახურე საქართველოს“ წევრები ესწრებოდნენ და ისინიც, ვინც პოლიტიკურ „ქართულ ოცნებაში“ აპირებენ   გაწევრიანებას. მათ შორის  იყვნენ „ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრები: თამაზ ქობულაძე  და ზურა ცისკარიძე და  „ნაციონალური მოძარობიდან“  სოსო ქათამაძე, რომელმაც „ბათუმელებს“  განუცხადა,  რომ შეხვედრაზე ჯერ-ჯერობით სტუმრის სტატუსით იყო.  სტუმართა შორის არ იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ არც ერთი წევრი. არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. „აქ არიან მხოლოდ ისინი, ვისაც სიმპათიები აქვს „ემსახურე საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ მიმართ –განაცხადა მურმან დუმბაძემ.  შეხვედრის  დახურული ნაწილი„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სტრუქტურების მშენებლობა უკვე  დახურული შეხვედრის მთავარი თემა იყო.„რა გადაწყვეტილებას მიიღებს დარბაზი, ახლა გამოჩნდება, გახდებიან თუ არა ისინი პარტია ქართული ოცნების წევრები“ – განაცხდა მურმან დუმბაძემ, სანამ ჟურნალისტებისთვის დარბაზის კარი მიიხურებოდა.„ემსახურე საქართველო“ დარჩება საზოგადოებრივ ორგანიზაციად, ორგანიზაციის წესდება მათ  არ უკრძალავს იყვნენ პოლიტიკური პარტიის წევრებიც. დუმბაძემ  განაცხადა, რომ აპირებს აჭარაში კადრების შერჩევას, იგი ამბობს, რომ „თანამშრომლობა სურს ყველასთან“, მათ შორის მეგობრებთან: გია მასლკინთან და ირაკლი ჩავლეიშვილთან.დახურულ შეხვედრაზე „USAID“ დარბაზში ასლან ლორთქიფანიძეც გამოჩნდა, რომელიც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კანდიდატურად განიხილებოდა. „რაოდენ უცანაურიც არ უნდა იყოს, ჩვენ გავაქვს სამი ქართული ოცნების სტრუქტურა აჭარაში. საზოგადოებრივი  მოძრაობა „ქართული ოცნება“, რომელსაც მე წარმოვადგენ, „კოალიცია ქართული ოცნება“, რომელიც ოთხი პოლიტიკური სუბიექტისგან შედგება და მესამე –  პოლიტიკური „ქართული ოცნება“, რომელიც ახლა ყალიბდება. ჩემს კომპენტეციაში არ შედის მურმან დუმბაძის მხარდაჭერა, ან არმხარდაჭერა, ჩატარდება ყრილობა, მიღება წესდება, რომლის  მიხედვითაც განისაზღვრება ლიდერის არჩევის ფორმა“ – განაცხადა ასლან ლორთქიფანიძემ.დახურული შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. დასრულების შემდეგ კომენტარები მოკლე იყო: „ჩვენ ვემზადებით ქართული ოცნების ყრილობისთვის“.ბათუმში კოალიცია  „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს ახალი ოფისი გამსახურდიასა და ფარნავაზის ქუჩების კვეთაში, თუმცა ოფისს ჯერ მხოლოდ აბრა აქვს, კარი კი  დაკეტილია.     

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.