სიახლეები

საზღვაო აკადემიის რექტორი გადადგა

30.05.2012
საზღვაო აკადემიის რექტორი გადადგა

ნიკოლოზ წიკლაური

საზღვაო აკადემიის რექტორის თხოვნა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, საზღვაო აკადემიის 7-წევრიანმა აკადემიურმა საბჭომ დააკამყოფილა. ნიკოლოზ წიკლაური უკვე გადადაგა.
საზღვაო აკადემიის თანამშრომლების ცნობით, პროკურატურა საზღვაო აკადემიის მიერ გამოცხადებული ტენდერებით დაინტერესდა.
ცნობილია, რომ პროკურატურამ საზღვაო აკადემიის რამდენიმე თანამშრომელი უკვე დაკითხა და მათგან ერთ-ერთი რამაზ ხალვაში – იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დააკავეს კიდეც.

ნიკოლოზ წიკლაური აკადემიის რექტორად ლევან ვარშალომიძემ 2010 წელს დანიშნა. თანამდებობაზე წარდგენის დროს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ნადიმ ვარშანიძის წიკლაურით ჩანაცვლება აჭარის ტელევიზიის ეთერში ასე ახსნა: “ჯერჯერობით პრობლემები ბევრია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი რექტორი ერთიანი ძალისხმევით აჭარის მთავრობას, საქართველოს განათლების სამინისტროს მხარში ამოუდგება იმით, რომ მართლაც მივაღწიოთ ამ დონეს, დავიბრუნოთ ჩვენი ძველი სიმბოლო – ბათუმის საზღვაო ქალაქის სასწავლებლის ცენტრი. აქ არ არის მარტო ქართველებზე განსაზღვრული, მართლაც შეიძლება რეგიონული გახდეს… ტრადიციები გრძელდება, ბევრი ოჯახია აჭარაში, ბათუმში, სადაც ბაბუა, მამა, შვილიშვილი და შვილთაშვილი აგრძელებს მას”.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.