ავტორი: ცაგო კახაბერიძე
გარემოს დაცვის სამმართველო აღიარებს, რომ საკანალიზაციო არხები ზღვაში ისევ ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე ჩაედინება, თუმცა ამასთანავე ამტკიცებს, რომ ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით გადახრები არ ფიქსირდება; არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ სპეციალისტები კი რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩილ გუჩმანიძის თქმით, „ზღვის წყლის ხარისხი რადიკალურად განსხვავებულია და ამის გასარკვევად ლაკმუსის ქაღალდიც საკმარისია“.
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ზღვის წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგს უკვე წლებია ახორციელებს; პროგრამის ფარგლებში, სამმართველოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ზღვის სხვადასხვა მონაკვეთიდან აღებულ სინჯებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია იკვლევს.
სამმართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო შემოწმება მათ 19-20 მაისს აჭარის სანაპირო ზოლის სარფი-ჩოლოქის მონაკვეთში ჩაატარეს, პირველ დღეს სინჯები სარფში, გონიოში, ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლში და ე.წ. „პიშევიკების~ ტერიტორიაზე აიღეს (4 სინჯი), მეორე დღეს კი – მახინჯაურისა და ქობულეთის სანაპირო ზოლებში; გარემოს დაცვის სამმართველოს სპეციალიტის ნოდარ კონცელიძის ინფორმაციით, „ამ სინჯებით განსაკუთრებული გადახრები არ დაფიქსირებულა, ამიტომ წელს ზღვის წყალი უსაფრთხოა და მასში ჩასვლა თუ ბავშვების ჩაყვანა არ უნდა შეგვეშინდეს“.
საგულისხმოა, რომ ბულვარის სანაპირო ზოლიდან აღებულ ერთ სინჯს თუ გამოვრიცხავთ, ზღვის იმ მონაკვეთებს, რომლებშიც ლაბორატორიამ მაისში კვლევა ჩაატარა, შედარებით უსაფრთხო ადგილებად მოიხსენიებს არჩილ გუჩმანიძეც. მისი განმარტებით, „ეს ის ადგილებია, სადაც კოლექტორები არ ჩაედინება, ამიტომ წყალი იმ მონაკვეთებში ნაკლებად დაბინძურენულია“.
არჩილ გუჩმანიძის თქმით, ნაკლებად დაბინძურებული ზონებია ე.წ. „პიშევიკების“ ტერიტორია ბურუნთაბიეს კონცხიდან იახტკლუბამდე, ასვე სარფის, გონიოსა და ქობულეთის სანაპიროები. „სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ გაბატონებული დინების გამო მასები გადადის ჩრდილოეთით. ეს ყველაფერი აირეკლება ბათუმის კონცხზე და შედის ზღვის სიღრმეში, ამიტომ მწვანე კონცხი და ქობულეთი ამ ზეგავლენისგან მეტნაკლებად დაცულია; ბათუმზე ზეგავლენა დიდია, ქალაქში შედარებით სუფთა ადგილი ე.წ. „პიშევიკებია“, ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია და დელფინარიუმიც აქედან იღებს წყალს, თანაც ამ ადგილზე კოლექტორი არ ჩაედინება“ – ამბობს გუჩმანიძე.
მისივე თქმით, „ადლიის სანაპიროზე ყველაზე დიდია ჩამდინარე მასების ზეგავლენა; ბათუმში ყველა ქუჩის გაგრძელებაზე არის კოლექტორი, სულ 14 კოლექტორია, რომლებიც ზღვაში ჩაედინება; ცუდი სიტუაციაა ჩინურ რესტორანთან, იქვეა არდაგანის ტბა და ეს ყველაფერი ამ ტბაშიც გადადის; არასახარბიელო მდგომარეობაა ობელისკთანაც, იქ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ყველაფერი“.
გარემოს დაცვის სამმართველოს სპეციალისტი ნოდარ კონცელიძე კი გვირჩევს, მხოლოდ მდინარეების შენაკადებთან ბანაობისგან შევიკავოთ თავი, „სადაც ოდნავი გადახრები ფიქსირდება, რასაც მდინარეებიდან ჩამოტანილი მასები იწვევს“.
რაც შეეხება გამწმენდ შენობა-ნაგებობას, რომლის მშენებლობის დაწყებაზეც გარემოს დაცვის სამმართველოში უკვე წლებია საუბრობენ, სამმართველოში აცხადებენ, რომ მშენებლობა ქალაქში სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის გაყვანის დასრულების შემდეგ დაიწყება.
ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ მონაცემებით, გასული წლის ზაფხულში ზღვაზე ბანაობის შემდეგ ინფექციური დაავადებით საავადმყოფოში ბევრი ბავშვი მოხვდა. გუჩმანიძის რეკომენდაციით „ბავშვები, შედარებით უსაფრთხო ადგილებში მხოლოდ და მხოლოდ დილის საათებში უნდა ვაბანავოთ, რადგან ე.წ. პიკის საათებში, 2-დან 5-საათამდე, ზღვაში დიდი ოდენობით ფეკალური მასა ჩაედინება.
ზღვაზე გამწმენდი ნაგებობის არარსებობისა და 14 კოლექტორის ჩადინების მიუხედავად, ხარისხის დადებით მაჩვენებლებს სამმართველოს სპეციალისტები ზღვის თვითგაწმენდის უნარით ხსნიან. არასამთავრობო ორგანიზაციის სპეციალისტის თქმით კი, „წყალს თვითგაწმენდის უნარი აქვს, მაგრამ ქალაქის საკანალიზაციო სისტემის მასზე მიერთების პირობებში, ეს გამოირცხულია”.