სიახლეები

ორი კვირით ლონდონში

30.05.2012
ორი კვირით ლონდონში

ირინა ხაჟალიას „ფეისბუქის“ გვერდიდან: 30 ნოემბრამდე გრძელდება 8-17 წლის ასაკის ბავშვთა რეგისტრაცია ინგლისური ენის აჭარის I რესპუბლიკურ ოლიმპიადაში. გამარჯვებული უფასოდ გაემგზავრება დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში 2 კვირით, 2012 წლის ზაფხულში. დაარეგისტრირეთ შვილები, ჩვენი მისამართია: ბათუმი, მემედ აბაშიძის 9, ტელ: 27-39-44! გისურვებთ წარმატებას!

ირინა ხაჟალიამ „ბათუმელებს“ მოწერა იმ მექანიზმების შესახებ, რაც კონკურსის ობიექტურად ჩატარების გარანტია იქნება: „ჩვენ ოფიციალური წარმომადგენლები ვართ კემბრიჯის ლიცენზიის მქონე სკოლის ბრიტანულ-ქართული აკადემიის (ერთადერთია ამიერკავკასიაში, ვინც გასცემს როგორც საქართველოს, ისე დიდი ბრიტანეთის განათლების სამინისტროს ატესტატს), აგრეთვე ისეთი სერიოზული საუნივერსიტეტო ქსელის, როგორიცაა Regent’s School of English და London School of Business. ტესტებს მივიღებთ DHL-ის ფოსტით დალუქულ კონვერტებში, რომლებიც გაიხსნება უშუალოდ ტესტირების დღეს მონაწილეთა წინაშე“.
ირინა ხაჟალია ამბობს, რომ მათ ერთი მიზანი აქვთ: „გვინდა ბათუმში და, ზოგადად, აჭარაში, დავამკვიდროთ ინგლისური ენის ბრიტანულ დონეზე სწავლის ხარისხი. ამასთან, თითოეულ ბავშვს მივცეთ საშუალება, გამოიყენოს საკუთარი ცოდნა და ნიჭი, გამოიჩინოს თავი და მოიგოს ლონდონის საზაფხულო სკოლაში 2 კვირით უფასოდ წასვლის საგზური (მგზავრობა, კვება, სწავლა, ექსკურსიები – ყველაფერი შედის).

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.