Batumelebi | ნიკო ბერიძის ორი არჩევანი ნიკო ბერიძის ორი არჩევანი – Batumelebi
RU | GE  

ნიკო ბერიძის ორი არჩევანი

ნიკო-ბერიძის-ორი-არჩევან

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

„არ ვარ ისეთი მოწყენილი, როგორიც გგონივართ“ – ეუბნება ნიკო ყველას, ვისაც ჰგონია, რომ იგი მოწყენილია. უბრალოდ ასეთი ხასიათი აქვს, ემოციების გამოხატვა არ უყვარს, ცდილობს ყველაფერს „დალაგებულად“ შეხედოს, ვიდრე ისეთ ემოციებში ჩავარდეს, რომ ეს შემდეგ „ზედმეტად“ მოეჩვენოს საზოგადოებას.

„ორივეს ვირჩევ და შენ ვინ გკითხავს?“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა ნიკო ბერიძეს ლონდონის სამეფო თეატრის პოპულარული მომღერლისგან  რჩევის მიღების შემდეგ, რომელმაც მისი ჩანაწერები მოისმინა და თქვა – „ან  თეატრი უნდა აირჩიოს, ან როკი“. ნიკოს არც ერთი არ ეთმობა, მიუზიკლსა და კონცერტზეც თავს ერთნაირად კარგად გრძნობს და ფიქრობს, რომ ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიან. ბავშვობაში მომღერლობაზე არასოდეს უოცნებია, მთავარი სიყვარული გიტარა იყო, რამაც მომავალში მისი ადგილი განსაზღვრა. მუსიკის მიღმა არიან მეგობრები, ბილიარდი და პოეზია, თუმცა ძირითადი მაინც მუსიკაა. ყველზე მეტად რაც არ უყვარს, ეს სიტყვები – „პოპულარობა და ვარსკვლავობაა“.

5 წლის იყო, მამასთან ერთად უმცროსი ძმისთვის საჩუქრის საყიდლად მიდიოდა, როცა „საბედისწერო“ აფიშას შეხვდა. აფიშაზე ეწერა, რომ რობერტ ბარძიმაშვილმა ბათუმში სტუდია „ლახტი“ ჩამოაყალიბა, სადაც სიმღერასთან ერთად მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრაც ისწავლებოდა. ინსტრუმენტთა ჩამონათვალში ნიკომ საოცნებო გიტარა აღმოაჩინა და  „თვალები გაუბრწყინდა“. მაშინ ბარძიმაშვილის ჯგუფში გიტარაზე დაკვრას ხვიჩა მაღლაკელიძე ასწავლიდა, რომელმაც ათი წლის ნიკო ჯგუფში არ მიიღო, პატარაა, ხელიც პატარა აქვს და ვერ დაუკრავსო. ძალიან ეწყინა, გული აუცრუვდა, თუმცა როგორც შემდეგ აღმოჩნდა, წარმატებით გაიარა სიმღერის კასტინგი.

„ლახტის“ შემდეგ იყო სტუდია „ჩანგი“ და ბავშვთა ოპერა, სადაც ნიკოს ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა. მანამდე კი უფრო მნიშვნელოვანიც მოხდა _ ნიკოს „ხელი გაეზარდა“ და გიტარაზე დაიწყო სიარული.

გახმაურებულ  „ქეთო და კოტემდე“ იყო მიუზიკლები „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, „მონტეკები და კაპულეტები“, „თავფარავნელის ბალადა”. ნიკო ყოველთვის თავდაუზოგავად შრომობდა, მაგრამ პოპულარობა მაინც „ჯეოსტარმა“ მოუტანა.

„ჯეოსტარიდან წამოსვლის შემდეგ მირეკავს ჟურნალისტი და მეკითხება, რომ გაიღვიძე და აღმოაჩინე პოპულარული გახდი, როგორი შეგრძნება დაგეუფლაო, გავიფიქრე, ვაი შენ საცოდავო-მეთქი, ხმამაღლა ეს არ მითქვამს რა თქმა უნდა – ერთ დღეს კი არა, 13 წელია ვშრომობ, რომ რაღაცას მივაღწიო-მეთქი ვუპასუხე. ხალხს რატომ ჰგონია, რომ ერთ დღეზე შეიძლება გახდე პოპულარული, არ ვიცი“.

ნოკოს არ უყვარს სიტყვა პოპულარობა,  „სიტყვა ვარსკვლავზე კი საერთოდ რაღაც საშინელებები მეწყება“. მან იცის, რომ `თუ ნებისყოფა არა გაქვს და თავში აგივარდა, ამან შეიძლება ერთ დღეს გაგაბანძოს, რადგან ცხოვრებაში ხან მაღლა წახვალ, ხან დაეცემი, უნდა შეგეძლოს ორივეს ღირსეულად შეხვდე.“

ნიკოზე ამბობენ, რომ ძალიან მტკიცე ხასიათი აქვს  -ეს თავადაც იცის, მაგრამ რამ განაპირობა მასში ამ თვისების ჩამოყალიბება, არ იცის –  „…რომ ვთქვა რთული ცხოვრება მაქვს გადატანილი და ამან გამაძლიერა-მეთქი, ვერ ვიტყვი, ესეც ალბათ ჩემს ხასიათშია.“

მუსიკა, ხმის დამუშავება, რეპეტიციები, დილის შვიდი საათიდან ღამის თორმეტამდე მუშაობა – ასეთია მისი ცხოვრების რიტმი მაშინ, როცა შემოქმედებითად აქტიური პეროდი აქვს. ფრაზა  „აღარ მინდა“ დაღლილ ნიკოს არასოდეს უთქვამს, მას ყოველთვის უნდა, მიუხედავად იმისა, რომ  „სამუსიკო სფეროში ბევრი სირთულეა  და ბევრი გველებიც არიან…“ ამას ცუდი გაგებით არ ამბობს, „ღმერთმა ამრავლოს ისინი, ზოგჯერ მათი აქტიურობა სტიმულს გაძლევს. ბევრი ცუდი არამარტო მე შემხვედრია, სხვების მიმართაც მინახავს. გარედან არ ჩანს, მაგრამ ამ სფეროში დიდი ბრძოლაა, მაგარი ნერვები უნდა გქონდეს, რომ ყველაფერი გულთან არ მიიტანო, დაცემასაც ღირსეულად უნდა შეხვდე და წარმატებასაც.“

ნიკო პროფესიით დიპლომატია, მუსიკალური განათლების პარალელურად მან დიპლომატური განათლებაც მიიღო.  „ჯერ სახლში უნდოდათ, რომ დიპლომატი გავმხდარიყავი, მერე ისე ჩამრჩა ეს აზრი ცნობიერებაში, რომ მეც მოვინდომე და ჩავაბარე კიდევაც. ვარ თუ არა დიპლომატი? – ალბათ არა. მაგრამ დიპლომატის უნარ-ჩვევებს, რაც მასწავლეს, ხანდახან ადამიანებთან ურთიერთობაში ვიყენებ.“  -ამბობს და ეღიმება.

ახლა შესვენება აქვს, ივლისიდან ახალი წლის ჩათვლით ძალიან რთულ რეჟიმში უწევდა ცხოვრება და თავს პატარა ტაიმ-აუტის აღების უფლება მისცა. მარტის შუა რიცხვებიდან ახალი გეგმების განხორციელებისთვის დაიწყებს ბრძოლას, თუმცა გეგმებზე ახლა საუბარი არ უნდა.

მას შემდეგ, რაც ცნობადი გახდა, საკუთარ თავზე ბევრი ჭორი გაიგო და ბევრიც გაზეთებში წაიკითხა. პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, თუმცა გვითხრა, რომ შეყვარებულს არ დაშორებია და ესეც მორიგი ჭორია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge