Batumelebi | მსოფლიოს მოქალაქე „პრესკაფედან“ მსოფლიოს მოქალაქე „პრესკაფედან“ – Batumelebi
RU | GE  

მსოფლიოს მოქალაქე „პრესკაფედან“

მსოფლიოს-მოქალაქე-„პრესკ

ქრეგ შვინკი

ავტორი:ნანა კვაჭაძე
დილაობით „ჟურნალისტების კაფედ“ მონათლულ „პრესკაფეში“ ყავის დასალევად თუ შეივლიდი, შეგეძლო თვალი გედევნებინა, როგორ ასწავლიდა კაფეს მენეჯერი, ქრეგ შვინკი ბარმენს კაპუჩინოს ჰაეროვან, თეთრ ქაფზე შოკოლადით ხატვას.

ქრეგ შვინკს ამერიკის სხვადასხვა შტატში ათეულებით კაფე აქვს გაკეთებული და ეს საქმე კარგად იცის. ერთი წლის წინ, მაშინ როცა ბათუმში „პრესკაფე“ იხსნებოდა, ქრეგი ამბობდა, რომ სწორედ ასეთ კაფეებში შეგეძლო საუკუნის წინ ამერიკაში მოგესმინა ყველაზე ცხარე კამათი და ახალი ამბები. შეიძლება ითქვას, რომ მსგავს კაფეებსაც მიუძღვით წვლილი ამერიკული დემოკრატიის დაბადებაში, რითაც ამერიკელები ყველაზე მეტად ამაყობენ.

„პრესკაფეს“ გახსნიდან ერთი წელი გავიდა და ქრეგი ამბობს, რომ ერთი წლის მუშაობის შედეგით კმაყოფილია: „პრესკაფე მალე იქცა ადგილად, სადაც სრულიად განსხვავებული აზრის მოსმენაა შესაძლებელი და არავის ეშინია საკუთარი აზრის გამოთქმა. ეს მნიშვნელოვანია“.
ქრეგ შვინკი და მისი მეუღლე ქეთრინი „მშვიდობის კორპუსელები“ არიან. ეს ორგანიზაცია გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ამერიკის მთავრობის დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტო და მისი მიზანი მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობაა.

ქრეგს მშვიდობის კურპუსის მოხალისეობის სურვილი ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლის დროს გაუჩნდა, მაგრამ ვერ შეძლო: „ოჯახი მყავდა და მასზე ზრუნვა მევალებოდა. შემდეგ ვიეტნამის ომი მძვინვარებდა და რატომღაც მე არ გამიწვიეს სამხედრო მოვალეობის მოსახდელად. გამიმართლა, მაგრამ, ამავე დროს, კიდევ უფრო მეტად მომინდა, რომ სანაცვლოდ რაიმე გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. მშვიდობის კორპუსი ყველაზე შესაფერისი საშუალებაა ამ შემთხვევაში. დაეხმარო სხვებს და სასარგებლო საქმე აკეთო, ამავე დროს არ იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში – შეიძლება ითქვას, ეს გლობალური პატრიოტიზმია, მსოფლიო მოქალაქე ხარ.

ვიცი, ხალხს აინტერესებს, რატომ ჩამოვდივართ ჩვენი კომფორტული გარემოდან აქ მოხალისეებად. მოდით ასე ვთქვათ: ამერიკა დიდი ქვეყანაა, სადაც ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე სადმე სხვაგან. ამიტომაც ბევრ ამერიკელს უჩნდება სურვილი, სხვას დაეხმაროს, კიდევ მეტი გააკეთოს, ვიდრე აკეთებს, გასცეს და გაიღოს სხვისთვის, რადგან ჩვენ ყველაფერი ბევრი გვაქვს. ჩვენ გაგვიმართლა და გვინდა სხვებსაც გავუზიაროთ რაიმე. ესაა ჩვენი მოტივაცია. სწორედ ამიტომ გავხდით მშვიდობის კორპუსის მოხალისეები მე და ქეთრინი“.

ქრეგი და ქეთრინი ბათუმში 2010 წლის ზამთარში ჩამოვიდნენ. ცხოვრობდნენ ოჯახში, სადაც ინგლისური არავინ იცოდა და ქრეგი იხსენებს, რომ ეს ყველაზე რთული იყო: „ახალ გარემოში უნდა გვეცხოვრა და თან ქართული არ გვესმოდა. ოჯახს ჩვენი არ ესმოდა, ჩვენ – მათი. ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რა მოგვეთხოვებოდა და როგორ უნდა დაგვემყარებინა კომუნიკაცია ახალ სამყაროსთან. მახსენდება აქაური ზარმთრის სუსხი, ძალიან ციოდა, სახლშიც ციოდა, სხვათა შორის“.

ქრეგი და ქეთრინი ახლა სახლში დასაბრუნებლად ემზადებიან. ქეთრინის დედა ავადმყოფობს და ოჯახს მშვიდობის კორპუსის ოთხი თვით ადრე დატოვება უწევს. ხელბარგში არაფრით ეტევა ყველა ნივთი, რომელიც საქართველოში შეიძინეს ან აჩუქეს ოჯახს. ქრეგი ფიქრობს, რომ საქართველოში მყოფ სხვა მშვიდობის კორპუსელებს დაუტოვებს.

ოჯახს ჯერ არ გადაუწყვეტია, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რით დაკავდება. ქრეგი ფიქრობს, რომ ბიზნესს მოკიდებს ხელს და შესაძლოა საკუთარი კაფეც გახსნას. კითხვაზე, საქართველოში უფრო ადვილია ბიზნესის დაწყება თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, უყოყმანოდ პასუხობს, რომ საქართველოში: „პრობლემა სხვა რამეა. საქართველოში უფრო ადვილია, მაგრამ აქ გაცილებით ძნელია იშოვო ფული ბიზნესის დასაწყებად. ამერიკაში ფულს უფრო მარტივად იშოვი, მაგრამ ბიზნესის დაწყებაა რთული. პრესკაფეს მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში კაფე წაგებაზე იმუშავებდა, ამისთვის აქაც ვიყავი მზად, მაგრამ ასე არ მოხდა, რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე ჩანიშნული გქონდა, რა უნდა მომხდარიყო პრესკაფეში, რა ღონისძიება უნდა გამართულიყო. ესაა განსხვავება“.

ქრეგი ამბობს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა ისევ ჩამოვიდეს საქართველოში და ნახოს, რა შეიცვალა ამ ხნის მანძილზე. ორი წლის წინ საქართველოზე მხოლოდ ის იცოდა, რომ ეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი ქვეყანა იყო, შავი ზღვის პირას მდებარეობდა და აქ სტალინი დაიბადა. ახლა მიიჩნევს, რომ გაცილებით მეტი იცის: „ეს მშვენიერი ქვეყანაა, უძველესი ისტორიითა და კულტურით, ძლიერი ხალხით. ამ ხალხს სიცოცხლე უყვარს. თავისუფლების ძიებაში ბევრი ბრძოლა აქვთ გადატანილი და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანას საკუთარი იდენტობის დასაცავად ბრძოლა შეუძლია“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge