სიახლეები

მოგზაურის შესახებ

30.05.2012 • • 1298
მოგზაურის შესახებ

ოთარ ნადირაძე

ადამიანი მოგზაურია, სამყაროები კი მის წინ გადაშლილი და შესასწავლად გამზადებული არენები და ფორმითა თუ შინაარსით მდიდარი წიგნებია. ამ სამყაროში მოგზაური მისთვის მოავლინეს, რომ წაეკითხა ისინი, განემრავლებია ცოდნა და ადამიანურობის ზეცამდე ამაღლებულიყო. თითოეულ ადამიანს, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ, აქვს საშუალება შეუდგეს ამ მოგზაურობას და მათთვის, ვისი გრძნობებიც არ ცნობენ მოსვენებას, გულები კი – სიზმრებს, ეს სავსებით საკმარისი იქნება, იმისთვის რომ მათ ირამის ბაღებზე არა ნაკლებ მშვენიერი სამოთხის ბაღები გააშენონ. ისინი კი ვინც თვალდახუჭულნი ცხოვრობენ, ისე განვლენ ცხოვრების გზას, თითქოს აქ მხოლოდ ერთი წუთით შეყოვნებულიყვნენ. როგორც მოვლენ, ისევე წავლენ…
ყველგან – ფერთა აბრეშუმისებრ ლივლივსა თუ ხეთა ყლორტებში, მეხის შესაზარ ხმაურსა თუ ჰარმონიით აღვსილ მომღერალ ჩიტთა ჭიკჭიკში, ყოველი, ვინც ღრმად ჩაფიქრდება ბუნებისა და მისი კანონების შესახებ, მარადიული და უსაზღვრო მშვენიერების ანარეკლს ხედავს და ყოველ ბგერაში ხოტბასა და ოდას შეისმენს მის მიმართ, ვისი ძლიერებაც არ უცნობს საზღვრებს. სინათლის, სითბოს, მიზიდულობის, ქიმიური ბმების და ცოცხალ არსებათა მართვის მოვლენებსა და კანონებში იგი ღვთიური საწყისის გამოვლინების დასტურსა და ნიშნებს ხედავს.

იმისდა მიხედვით, რაც ვშორდებით მატერიალური სამყაროს ამ ხმაურიან და მშფოთვარე სამყაროს, და ერთიანობის სამყაროს სიღრმეებში ვეშვებით, სულს დიადი შემოქმედის სიდიადის გამოვლინების ხილვის საშუალება ეძლევა. ოკეანეების სასტიკი ღელვა და ბობოქრობა, განმარტოებული ნაკრძალების მშვიდობისმომგვრელი პეიზაჟები, ამაყად მდგარი საზარელი მწვერვალები, სიმაღლით ღრუბლებს რომ ეჯიბრებიან, ზურმუხტოვან ფერდობებზე მოცეკვავე საღამოს აჩრდილები, ნაირფერი მათრობელი სურნელება, დედამიწაზე გაშენებული ჯადოსნური ბაღები რომ აფრქვევენ, პაწაწინა ყვავილები, ნიავს რომ ეთამაშებიან, მათზე, თითქოს ტახტზე შემომჯდარი ნამის ბრილიანტისებრი წვეთები, მრავალმნიშვნელოვნად რომ გვიკრავენ თვალს… განა მისთვის, ვინც ერთიანობის სამყაროს სიღრმეებისკენ გაემართა და ღვთიური ყოფიერების სიკაშკაშე იხილა, შემოქმედის მიმართ უსასრულო სიყვარულით აღივსო და სულიერი სიმშვიდის ტალღებს მიენდო, განა ეს ყველაფერი არ გახლავს მისი უსასრულო, მომაჯადოებელ მშვენიერებათა ანარეკლი ?

« თუკი ყოველი ბგერა – სიმღერაა მასზე, და ყველაფერი ჩვენს გარშემო წიგნია მასზე, აქვს კი მნიშვნელობა იმას, ვიცნობთ თუ არა მას ? როგორც შინაგანად, ისე ბუნებაშიც იმავეს ვგრძნობთ – შემოქმედის არსებობას. აქვს კი მნიშვნელობა იმას, რომ არ ვუწყით, როგორია მისი არსი ? რა ვიცით ჩვენ უფალი ღმერთის არსის შესახებ ? რა ღირებულება უნდა ჰქონდეს შემოქმედის შესახებ ჩვენს ვიწრო და შეზღუდელ წარმოდგენებს ? რა სახელი ან თვისებაც კი არ მოვიშველიოთ მისი, ჭეშმარიტებასთან ახლოს მაინც ვერ მივალთ. და თუკი უმაღლესი არსება, რომელსაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ, არა მარტო ადამიანში, არამედ სამყაროს ყველა დიდ თუ მცირე მოვლენაში და ბუნების დიდ და ძლიერ მკერდზე ავლენს თავის სახიერებას, განა უფალზე ჩვენი ადამიანური წარმოდგენები შეიძლება საკმარისი იყოს ? » – ამბობდა გერმანელი მწერალი გოეთე ჭეშმარიტად შეუცნობელზე, რომელიც უხილავი და უცნობი რჩება ამ სამყაროში, ვინც საკუთარ თავს მოქმედებით აცხადებს?

ჩვენს ახალი მოგზაურების და ახალი მოგზაურობების შესახებ ვფიქრობთ მისკენ, ვინც დაფარულია ჩვენს თვლათაგან, მაგრამ სურს, რომ შევიცნოთ იგი მისი საქმეების მიხედვით, მის აღთქმას მივყვეთ და თანმიმდევრულად გადავლახოთ მისკენ მიმავალი ყველა დერეფანი, დავადგეთ იმ გზას, რომელიც სამუდამოდ ჩვენი ხვედრი უნდა გახდეს. და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ სანამ არსებობს სამყარო, ქვეყანას მისდამი მიძღვნილი სიმღერებით ავაღელვებთ… განა შეიძლება მოხდეს სხვაგვარად, თუკი ჩვენც და ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა, შეიქმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ შევიცნოთ იგი და სხვებს გადავცეთ ცოდნა მის შესახებ და ჩვენს არ ვიცნობთ უფრო მეტად კეთილშობილ და ამაღლებულ ცოდნას, გარდა ამისა. ყველანი ჩვენ – მხოლოდ მისი ყოფიერების აჩრდილნი ვართ, იგი კი ყველაფერი არსებულის დასაწყისი და დასასრულია.

ეს იგი ამოაფრქვევს მიწიდან წყალს და მისი ხელგაშლილობა ყველგან წყაროსავით ჩქეფს. ეს მან შემოარტყა სინათლე მზეს და სითბოს გვირგივინი დაადგა თავზე მას. ეს მან მორთო დედამიწა ნაირფერი ყვავილებით, ეს მან შექმნა სხვადასხვა ფორმები დედამიწაზე, მხოლოდ მას უნდა უმადლოდნენ თავის არსებობას ზეცა, დედამიწა და ოკეანეები. ღრუბლებმა ზღვების თვალებით მიაქციეს მას თავიანთი მზერა და ზღვები ღრუბლების ენით ადიდებენ მის სახელს. ეს მან აღავსო დედამიწა ნაყოფისმომცემი ტანჯვით და მან მორთო მარჯნები მეწამული ფერებით. მზენი მის სამეფი ზღურბლთან მსახურობენ, სამყარონი კი მისი ერთგული მონები არიან.

ო, დიდო შემოქმედო ! ამ სამყაროს ყველა სამეფო მუხლს იყრის შენი წმინდა დროშის წინაშე და ყველა მეფენი შენი მსახურნი არიან ! ყველაფერი შენკენ მოისწრაფის და სიცოცხლეს შეგავედრებს შენ. მაგრამ ყველასგან დამოუკიდებლად არსებობ. ყველა არსება, რომელიც მხოლოდ მცირე დროით მოევლინება ამ ქვეყანას, იბადება, ვითარდება და ქრება, შენ კი ყველასა და ყველაფერზე მაღლა ხარ და არავის და არაფერს არ საჭიროებ ! შენ ერთადერთი ხარ. შეუდარებელი. არაფერს არ საჭიროებ ! ყოველი არსება შენ გიწვდის ხელს, რათა შენი სისრულის წყაროს დაეწაფოს, შენი სისრულე – სამოთხის წყარო და კურთხეული ძალაა მათთვის, ვისაც უდაბნოში გზა აებნა. დედამიწა თავის ადგილზე მხოლოდ შენი წყალობით დგას. ცის კამარა თავის წესრიგს შენი ძალითა და ნებისყოფით ინარჩუნებს. მათი საყრდენი რომ არ ყოფილიყავი, ვარსკვლავები, გამწყდარი კრიალოსანის მძივების მსგავსად, სამყაროს მკერდზე დაეცემოდნენ და ვერავინ ვერ შესძლებდა მათ შეჩერებას.

შენში ჩვენ ჩვენი სიხარული ვპოვეთ. შენი შეცნობით ჭეშმარიტ ბედნიერებას ვეზიარეთ. ჩვენ არ გვჭირდება სახელი, რომელიც არ მოდის შენგან და ვწყევლით ბედნიერებას, რომელიც შენს თავს დაგვავიწყებს. ჭეშმარიტად, ყველაფერი, რაც შენ არ გეძღვნება, უარყოფილ უნდა იყოს. ყველა, ვისაც არ ახსოვხარ, დავიწყებას უნდა მიეცეს.

ო, დიდო შემოქმედო, რომლის წყალობამაც არ იცის საზღვრები! ჩვენ შენს ზღურბლთან მდგარი მორჩილი მონები და ერთგული მსახურები ვათ, რომელნიც მზად არიან, ყველაფერი მიწიერი და ყველაფერი სამუდამო უარყონ შენი გულისთვის და არავის არ ვცემთ თაყვანს შენს გარდა და შენს გარდა არავის არ ვემსახურებით! შენს გარდა არავის არ ვუზიარებთ ჩვენს ტკივილს და თუკი ასეთი რამ ხდება, სინანულით, მყისვე გიბრუნდებით. მაშ აღავსე სასმისები მათი, ვინც არ დასთმო შენდამი სიყვარული და უბოძე სიხარული მათ, ვისი ბაგენი, საუკუნეებია, არ იცნობდა ღიმილს.

ო, ხანდაზმულთა იმედო და უკანასკნელო თავშესაფარო! შენ, რომელიც არ სტოვებ მარტოხელებს! ო, განკურნებავ მათთვის, ვინც არ იცის განკურნება! გაუღე კარი შენს უძლურ მონებს, დააშთე მათი წყურვილი და მხსნელად ექმენ მათ!.. ჩვენ გვსურდა გაგვეზიარებია სხვებისთვის ის სილამაზე, რომელსაც ჩვენი გულები შეიგრძნობენ… და თუკი ამ დროს, ჩვენდა უნებლიედ, მაღალ ჭეშმარიტებებზე ავღმართედ ხელი, გევედრებით, მოგვიტევე ჩვენ!

გადაბეჭდვის წესი