გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, დღეს, 5 მაისს, ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.

გამოცემის ინფორმაციით, სამხარაულის ახალციხის ბიუროს ექსპერტის განმარტებით, ბავშვი 2 წლის იყო.

რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version