სიახლეები

ივანიშვილი ვარაუდობს, რომ შეიძლება მისი დეპორტაციის საკითხიც დაისვას

30.05.2012
ივანიშვილი ვარაუდობს, რომ შეიძლება მისი დეპორტაციის საკითხიც დაისვას

ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისი მოქალაქეობის საკითხსაც შეეხო და არ გამორიცხა, რომ შეიძლება, მისი დეპორტაციის საკითხიც დაისვას.

„ხვალ ჩემი ადვოკატები აპირებენ განცხადების შეტანას, რომელიც პრინციპში წინააღმდეგობაში მოდის იმ სასამართლო საჩივართან, რომელიც შეტანილი გვაქვს უკვე მოქალქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ჩვენი სასამართლოდან გამომდინარე ეს საქმე რამდენ ხანსაც უნდათ იქამდე გაჭიანურდება და დაუსრულებელი შეიძლება იყოს ეს პროცესი. ახლა შეგვაქვს მოთხოვნაზე მოქალაქეობის მინიჭების თავიდან უზრუნველსაყოფად. რუსეთის პასპორტი უკვე ჩავაბარე, მაგრამ ეს პროცესი ჭიანურდება, სანამ რუსეთის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, მაგრამ ჩვენი მხრიდან ეს უკვე მოხდა. მხოლოდ საფრანგეთის პასპორტით ვსარგებლობ დღეს. მოგეხსენებათ, ევროსაბჭოში უკვე განიხილება ჩემი მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხსაც და სასიამოვნოა, რომ ასე მყისიერად მოხერხდა ევროპის რეაქცია სააკაშვილის უკანონო ქმედებაზე. თუ ის არ აღმიდგენს მოქალაქეობას, ეს ერთი-ორი პროცენტით შეცვლის ვითარებას. ამით დიდად არაფერი შეიცვლება. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ პარტიას, იქ იქნება ცენტრი, მოვახერხებთ პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციას და ქართველ მოსახლეობასაც კარგად ვაჩვენებთ, თუ ვის უნდა მისცენ ხმა“, – აღნიშნავს ივანიშვილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.