Batumelebi | ივანიშვილი და მედია ივანიშვილი და მედია – Batumelebi
RU | GE  

ივანიშვილი და მედია

„ეს-ბიძინა-ივანიშვილი-რა

ივანიშვილი და მედია 

ავტორი: ნათია ზოიძე

„მე ვმუშაობ „მაესტროში”. ვიცი, როგორ იმართება ეს არხი. ჩემი თვალით ვხედავ, რომ არც ერთი პოლიტიკოსი და არხის არც ერთი მფლობელი არ ერევა სარედაქციო პოლიტიკაში. პატარა ჟურნალისტი გოგონები დიდი რისიკის ფასად ცდილობენ ობიექტური ინფორმაციის მოპოვებას. ნანა ლეჟავას დამსახურებაა, რომ 26 მაისის მსხვერპლზე უამრავი რამ შეიტყო ხალხმა. ნათია მიქიაშვილის „ანატომიებმა“ მოჰფინეს ნათელი მიშას ფულის ქისების საქმიანობას. ვიცი, ეს რის ფასად უჯდებათ კოლეგებს. რა მიზერულ ხელფასად და რა ნერვების შლად. ჰოდა ეს ბიძინა ივანიშვილი რაღა ჩვენით იწყებს სააკაშვილი რეჟიმთან დაუნდობელ ბრძოლას?!“

შალვა რამიშვილმა სოციალურ ქსელში ეს სტატუსი დილით, ივანიშვილის განცხადების გაკეთების შემდეგ, საკუთარ კედელზე სტატუსად განათავსა. ბიძინა ივანიშვილმა დაანონსებული ერთი განცხადების ნაცვლად, დღეს ორი გაავრცელა. ერთს მიმართვის სახე აქვს და მისი ადრესატები კერძო ტელევიზიები – „მაესტრო და „კავკასია“ არიან. მეორე კი ეხება იმას, რატომ მოდის პოლიტიკაში ივანიშვილი.
ივანიშვილი საკუთარ დამოკიდებულებას „კავკასიას და „მაესტროსთან“ დაკავშირებით ძირითად განცხადებაშიც გამოხატავს. ამონარიდი განცხადებიდან: „ყველა ტელევიზიას, მათ შორის „მაესტროს“ და „კავკასიას“, სააკაშვილი აკონტროლებს. დასახელებული ტელეარხები სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზიციურ მედიასაშუალებებს წარმოადგენენ“.
-„26 მაისის მსგავს და უფრო მწვავე სიტუაციებში, ეს ორი ტელევიზია ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც სააკაშვილისთვის იქნება მოსახერხებელი და ხელსაყრელი. ამიტომაც, ეს ორი ფსევდოოპოზიციური ტელევიზია, ჩემი აზრით, სააკაშვილისთვის უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე სხვა დანარჩენი“.
მსოფლიოში 200 უმდიდრეს ადამიანს შორის მოხვედრილი ივანიშვილი მზადაა იყიდოს საქართველოში საინფორმაციო საინფორმაციო გადაცემების ლიცენზიის მქონე ტელევიზიები. მისი პირობები ასეთია: „გადავიხდი საბაზრო ღირებულებაზე 3-ჯერ მეტ თანხას. ღირებულება უნდა შეაფასოს მსოფლიო ბანკის მიერ რეკომენდებული ხუთი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთმა.
2. შეძენიდან მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ, მის დღევანდელ მფლობელს ტელევიზიას დავუბრუნებ სიმბოლურ ფასად – 1 (ერთ) ლარად. იურიდიულად ეს ვალდებულებები გაფორმდება გაყიდვის კონტრაქტთან ერთად. იმავდროულად გაფორმდება ვალდებულება, რომ ტელევიზიის დღევანდელი ძირითადი საშუალებების ღირებულება, დაბრუნების მომენტში, მინიმუმ 15 პროცენტით იქნება გაზრდილი.
3. ტელევიზიის ახლანდელ მფლობელს უფლება ექნება (ეს გაყიდვის მომენტში გარანტიის სახით აისახება), შეინარჩუნოს საეთერო დროის 50 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ “მაესტროს” და “კავკასიის” დღევანდელ მფლობელებს შეეძლებათ, პრაქტიკულად მთლიანად შეინარჩუნონ დღევანდელი გადაცემები.

ამ ორი ტელევიზიის მფლობელისგან ერთ-ერთი – მამუკა ღლონტი უკვე გამოეხმაურა ივანიშვილს და განაცხადა, რომ საკონტროლო პაკეტის დათმობას არ აპირებს.
„კავკასიის“ დირექტორს ნინო ჯანგირაშვილს, ჯერჯერობით, მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. ნეტგაზეთის კითხვებს დავით აქუბარდიამ – ჯანგირაშვილის მეუღლემ და პარტნიორმა კი ასე უპასუხა: „არ გამიგიხართ ვინ ხართ საერთოდ, მიყურეთ საღამოს და გაიგებთ ყველაფერს“.
საინფორმაციო გადაცემების ლიცენზია აქვს რეგიონულ არხს – „ტვ 25“-საც. ეს არხი უკვე ერთი კვირა თანამგზავრზე გადის.
ბათუმელები გე-ს კითხვაზე ივანიშვილისგან შემოთავაზების შემთხვევაში განიხილავს თუ არა ტელევიზიის გაყიდვის საკითხს? – მერაბ მერკვილაძე პასუხობს:
„არ მომეწონა ივანიშვილის სტრატეგია. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დამოუკიდებელი მედიის კრიტიკით რომ დაიწყო, ნებისმიერი შემოთავაზების განხილვა შეიძლება, თუმცა ახლა არ შემიძლია თქმა, რითი დასრულდება. ეს ის თემაა, რომელიც „ტვ 25“-ში მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტიც არაა. ბიზნესის გარიგებები საინფორმაციო პოლიტიკისგან შორს რომ უნდა იდგეს, ეს ზუსტად ვიცი“.

ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი, შორენა შავერდაშვილი: „როცა უკვე პირს აქვს გაცხადებული მისი პოლიტიკური მიზნების შესახებ შექმნას პოლიტიკური პარტია, თავისთავად ცხადია, მედია, რომელიც მას უნდა რომ ჰქონდეს, ვერ იქნება დამოუკიდებელი. მედია იქნება მისთვის საერთო პოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალება. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან მედია ორგანიზაციები, რომელთაც დამოუკიდებლობაზე აქვთ პრეტენზია, მიიღებენ თუ არა ამ მომხიბლავ წინადადებებს ივანიშვილისგან. თუ მიიღებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ისინი არ არიან დამოუკიდებლები და მათთვის მისაღებია ივანიშვილის ტელევიზიად ან გაზეთად ყოფნა“.
ბიძინა ივანიშვილი კი ტელევიზიებთან შეთავაზებას ასრულებს ფრაზით – „თუ ჩემს შეთავაზებას არ გამოეხმაურებიან, ამ ტელევიზიების დანიშნულება მართლდება“.
ცნობილ მილიარდერს ერთხელ უკვე ჰქონდა საქართველოში თავისი ტელევიზია. მის მიერ დაარსებულმა „მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა მოულოდნელად, ეთერში გასვლიდან 5 წლის შემდეგ შეწყვიტა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ის მეორე არხი იყო, რომელიც დაიხურა. დახურვის მიზეზებთან მაშინ გაჩენილი კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. 2009 წელს ივანიშვილი შეეცადა თავისი კუთვნილი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მაუწყებლობა განეახლებინა მოდიფიცირებული ლიცენზიით. არხი მუსიკალურ-გასართობი უნდა ყოფილიყო. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კი, „მეცხრე არხს“ მაუწყებლობის მოდიფიცირების ნაცვლად, 2009 წლის 24 აპრილს ლიცენზია საერთოდ ჩამოართვა. არგუმენტი იყო ის, რომ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ზედიზედ 90 დღეზე მეტხანს არ გათიშოს ეთერი. „მეცხრე არხი“ კი 5 წელი იყო გათიშული.
ივანიშვილის ორივე განცხადება დღეს სააგენტო ინტერპრესით გავრცელდა.
საქართველოში პირველი მილიარდერი ტელევიზორში არასდროს არავის უნახავს. მასთან ერთადერთი ინტერვიუ 2005 წელს რუსულ გაზეთ „ვედმოსტში“ გამოქვეყნდა.
ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.5 მილიარდი აშშ დოლარია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge