სიახლეები

თურქული ღამის კლუბები და ქართველები

30.05.2012 • • 1616
თურქული ღამის კლუბები და ქართველები

საქართველოში სხვა ეროვნების მოქალაქეების მომრავლება საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. თემა – „თურქებმა გადაგვჭამეს“ განსაკუთრებით აქტუალურია ბათუმში. ერთნი ამბობენ, რომ მარტო აჭარაში 20 ათასი თურქი ცხოვრობს, თუმცა ეს მხოლოდ ზეპირი განცხადებებია. საქართველოს  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2009-2011 წლებში ორმაგი მოქალაქეობა 25 314-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღო. აქედან, თურქეთის  მოქალაქე მხოლოდ 538-ია. დანარჩენი კი რუსეთის, უკრაინის, ირანის, აშშ-ის, საბერძნეთის, ყაზახეთის, სომხეთისა და ისრაელის მოქალაქეები არიან.

სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ბოლო წლებში მუდმივი ბინადრობის ნებართვა საქართველოში მიღებული აქვს უცხო ქვეყნის 4512 მოქალაქეს, ხოლო დროებითი – 9107-ს. ამ სამსახურში არ აკონკრეტებენ მათ შორის რამდენია თურქეთის მოქალაქე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ამბობენ, რომ არ იკვლევენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მაგალითად, თურქები, საქართველოს რომელ ქალაქებში არჩევენ ცხოვრებას, ანუ თურქეთის რამდენმა მოქალაქემ აირჩია ბათუმი მუდმივ საცხოვრებლად, არ აქვთ აღრიცხული. სტატისტიკაში კიდევ ერთი მონაცემია დაფიქსირებული – წელს 2479-მა ადამიანმა თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე.

რას ყვებიან ღამის კლუბებთან დაკავშირებით?

„თურქის გარდა იქ არავის უშვებენ“, – ამბობს ერთ-ერთი მამაკაცი, რომელსაც „ბათუმელები“ ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზ ესაუბრა.

ამ ინფორმაციის გადამოწმება „ბათუმელებმა“ თავდაპირველად თურქული ღამის გასართობი ცენტრების მფლობელებთან სცადა. ყველაზე მეტი თურქული კაფე-ბარი და ღამის გასართობი ცენტრი ძველი ბათუმის იმ ნაწილშია თავმოყრილი, სადაც მეჩეთი დგას. პირველად იქვე, ხულოს ქუჩაზე მდებარე ღამის გასართობ ცენტრს „სიდომას“ ვეწვიეთ. იქ მომუშავე ქართველი პერსონალის თქმით, ქართველებისა და თურქების ერთად გართობის დროს მართლაც აქვს ადგილი გაუგებრობას. „მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბარში შესვლა ვინმესთვის ეროვნული ნიშნით იზღუდება“, – ამბობს „სიდომას“ თანამშრომელი და იქვე დასძენს, რომ მისი ვინაობა არ უნდა გავამხილოთ. – „ქართველები ხმაურის  და დალევის მოყვარული ხალხია, თურქები კი – პირიქით. ამიტომ მათ მაგიდასთან ერთად ვერ დასვამ, აუცილებლად მოხდება უსიამოვნება“.

„სიდომაში“ ამბობენ, რომ სადღეგრძელოები და სამხრეთული ტემპერამენტი – ეს ის ძირითადი მიზეზია, რის გამოც ქართველებისთვის თურქული გასართობი ცენტრების კარები ზოგჯერ იკეტება.

„კლუბი მხოლოდ თავის ხალხზე მუშაობს. დაცვაც გაფრთხილებულია და ხელშეკრულებაშიც გვიწერია, რომ თურქის გარდა ამ ბარში სხვა ვერავინ შემოვა, ვერც ტურისტები და ვერც ადგილობრივები“, – ამბობს ამავე ბარში მომუშავე სხვა ქალბატონი. კითხვაზე, რა მიზეზით გადაწყვიტეს თურქმა მეპატრონეებმა, რომ არ დაუშვან ადგილობრივი მამაკაცები ბარში? – ბარის ქართველი თანამშრომელი გვპასუხობს: „ქართველები რომ დათვრებიან, ჩხუბობენ და გინებას იწყებენ. თანაც ქართველებსა და თურქებს განსხვავებული კულტურა აქვთ. ქართველებმა შეიძლება 15 წუთი იძახონ ერთი სადღეგრძელო, თურქები კი აქ დასასვენებლად ჩამოდიან“.

„სიდომას“ მფლობელი ინგა დევაძე, რომელსაც ლაზური წარმომავლობის თურქი მეუღლე ჰყავს, უსიამოვნების სხვა მიზეზზე საუბრობს:  „ქართველებს არ უყვართ გადახდა. აქ არ არის ხელმისაწვდომი ფასები, ამიტომ ადგილობრივები ვერ იხდიან“.

ინგა დევაძე ეროვნული ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციას გამორიცხავს: „ეროვნული ნიშნით კლიენტს არ ვარჩევთ, შემოსვლა ქართველსაც შეუძლია და სხვა ეროვნების ადამიანსაც, მაგრამ საჩხუბრად რომ მოდის, არ შემოვუშვებ. სხვათა შორის, ეროვნულ ნიადაგზე ქართველები უფრო მანიპულირებენ. აა, თურქების ბარია? ნახე ახლა რას ვიზამ… გართულება აქვთ თურქებზე, ყველაფერი თქვენ დაიკავეთო – ეუბნებიან. ერთხელ გამოვიძახე პატრული, ყოველთვის ხომ არ დაუძახებ“.

ბათუმელ ზვიად ქათამაძეს, როგორც ერთ-ერთ დაზარალებულს, „ბათუმელები“ ისე დაუკავშირდა (წყაროს ინფორმაციით ზვიადი სწორედ ის ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომელიც ღამის კლუბში ეროვნული ნიშნით არ შეუშვეს). ის ამბობს, რომ თურქულ კვების ობიექტებსა და გასართობ ადგილებს არც თუ ისე იშვიათად სტუმრობს, მაგრამ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტი არ ახსოვს: „იყო შემთხვევა, როცა ბიჭები მიაჩემდნენ ქართული სიმღერები დაუკარითო. ერთხელ დაუკრეს, ორჯერ, ათჯერ, მერე დაცვამ უთხრა, რომ საკმარისია. რაც არ უნდა იყოს, თურქული ბარია და თავიანთი კულტურა აქვთ“.

ზვიადი ჩხუბის ფაქტებსაც იხსენებს: „თურქები დათვრენ და ქართველები ცემეს, მათ შორის ერთი დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო. საერთოდ, თურქების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა ლოიალურია, მეტ “პადერშკას” აძლევენ. მე პირადად იცით რა მაღაზიანებს? დასალევად და ქართველ ქალებთან გასართობად რომ მოდიან. თურქეთში ვერ ნახავ შემთხვევას, რომ კაცი დათვრეს რესტორანში და ქალი მოხსნას“.

კიდევ ერთი სავარაუდო „დაზარალებულის“ რეზო აბაშიძის თქმით, მსგავსი შემთხვევები ეთნიკურ პრობლემას მაინც არ უკავშირდება: „უფრო წესრიგის პრობლემებია, რადგან თუ ადამიანი მთვრალია და შესვლისთანავე ჩხუბს იწყებს, დაცვა იმიტომ დგას, რომ არ შეუშვას“.

ღამის გასართობი ცენტრი „ვან მინუტიც“ თურქული კლუბია. მისი მეპატრონე ირინა დიაკონაშვილია, რომელსაც თურქი მეუღლე ჰყავს. კლუბში ეროვნული ნიშნით ადამიანების შესვლა არ იზღუდება, თუმცა მოქმედებს FAჩE კონტროლი: „ნასვამ პირებს საერთოდ არ ვუშვებთ, არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნებისაა, კლუბში არც 18 წლამდე პირების დაშვება შეიძლება, აკრძალულია ძალიან მოკლე კაბით, შორტით და ღრმა დეკოლტეთი შემოსვლა“.

ეს ინფორმაცია ზედმიწევნით ზუსტი არ არის, რადგან „ბათუმელებმა“ ინფორმაციის გადამოწმების პროცესში არაერთხელ დააფიქსირა კლუბში შემსვლელი ქალები, რომლებიც მოკლე კაბებში იყვნენ გამოწყობილნი.

მენეჯერი ამბობს, რომ კლუბი ყოველ ღამე 150-200 სტუმარს იღებს, ძირითადი კლიენტურა თურქეთის მოქალაქეები არიან. „თურქები მოდიან ოჯახებით, ამიტომ ხმაური, ღრიანცელი და უწესო საქციელი არ შეიძლება. ჩემი მეუღლე მომღერალი იყო თურქეთში, ძალიან დიდი სამეგობრო წრე ჰყავს და თითქმის ყველა აქ დადის“, – ამბობს ირინა დიაკონაშვილი.

კლუბი ღამის 10 საათიდან დილის 5 საათამდე მუშაობს. მეპატრონის თქმით, ქართველ მამაკაცებს კლუბში შესვლის უფლება აქვთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შიდა განაწესს დაიცავენ: „კლუბში შესვლა 10 ლარი ღირს. უფასო მხოლოდ ქალებისთვისაა. ქართველი კაცები ფულს არ იხდიან, ამიტომ მათ შესასვლელშივე  ვთხოვთ გადახდას. თურქებს კი ანგარიშზე მისდით გადასახადი“.

გადაბეჭდვის წესი