სიახლეები

თურქეთის კონსული გაზეთ „აჭარა P.S” – ს მტრობის გაღვივებაში ადანაშაულებს

30.05.2012 • • 1099
თურქეთის კონსული გაზეთ „აჭარა P.S” – ს მტრობის გაღვივებაში ადანაშაულებს

ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ენგინ არიქანის წერილი „აჭარა P.S” -ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დიპლომატი რეგიონულ გაზეთს საზოგადოებაში „მტრობის დათესავაში ადანაშაულებს.“
ბათუმში თურქეთის კონსულის პროტესტი გამოიწვია „აჭარა P.S.“ –ში 2012 წ 14 თებერვალს გამოქვეყნებულმა შოთა ზოიძის სტატიამ სახელწოდებით „გვიშველეთ.“

კონსული გამოქვეყნებულ სტატიაში ყურადღებას ორ ფაქტზე ამახვილებს.

ენგინ არიქანი უარყოფს გაზეთით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არც მას და არც თურქეთის ელჩს საქართველოში ლევან ვარშალომიძესთან ერთად არ მოუნახულებია ბათუმში საზღვაო სანაოსნოს ყოფილი შენობა და ამბობს, რომ საერთოდ არ იცის, სად მდებარეობს ეს შენობა (წერილში საუბარია, რომ სწორედ ყოფილი სანაოსნოს ტერიტორიაზე იგეგმება „ჯამეს მშენებლობა“.)

კონსული წერს, რომ ეუცხოვა ისეთი იურიდიული მნიშვნელობის ტერმინის გამოყენება, როგორიცაა „გენოციდი“. „მსგავსი გამონათქვამები არ შეეფერება თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის საფუძველზე დღითიდღე განვითარებად ურთიერთობებს; მსგავსი გამონათქვამები ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს -„დაითესოს საზოგადოებაში მტრობა“, – წერს თურქეთის კონსული.

დიპლომატის წერილის ადრესატი გაზეთ „აჭარა P.S” -ის მთავარი მთავარი რედაქტორი ჯემალ მეგრელიძეა.

წერილზე კონსულმა ერთის ნაცვლად ორი გამოხმაურება მიიღო, ერთი თავად რედაქციისგან, მეორე კი უშუალოდ წერილის ავტორ შოთა ზოიძისგან. რედაქტორის, ჯემალ მეგრელიძის პასუხში ვკითხულობთ: „ძალიან კარგად მესმის თქვენი, როგორც უცხო ქვეყნის დიპლომატის პოზიცია და მჯერა, ჩემს ნათქვამსაც სწორად გაიგებთ, ჩვენ თურქეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, პირიქით, თქვენ რომ ხელისუფალი გყავთ, იმის ნახევარი ჩვენს ქვეყანას რომ ჰყოლოდა, ქართველ კაცს ვერავინ გაუბედავდა იმ დამცირებას, რაც თუნდაც აჭარის დედასამშობლოს გულისგან მომგლეჯი, ამაოხრებელი და ათასობით აჭარელის სიხლში ხელებგასვრილი სულთანის სახელობის სალოცავის აშენებაში გამოიხატება. აჭარაში აქამდეც არა ერთი მეჩეთი თუ ჯამე აშენებულა, მაგრამ ამგვარი ხმაური არც ერთ შემთხვევაში არ ამტყდარა.

ბატონო ენგინ, განსაკუთრებულ უხერხულობას განვიცდი, როცა გაზეთით მიხდება თქვენთან საუბარი, რადგან ახლა ორმაგად ვგრძნობ, რომ ეს თემა, რომელიც ხელისუფლებამ „საჯილდაო ქვად“ გადმოგვიგდო, მართლა შეიძლება გახდეს ჩვენს შორის გარკვეული უთანხმოების მიზეზი, საკმაო შესაძლებლობები მქონდა გავცნობოდი თქვენს პიროვნებას და ბოლომდე მჯერა, რომ იმას, რასაც ამ თემასთან დაკავშირებით ფიქრობს დიპლომატი ენგინ არიქანი, სრულიად განსხვავებულია მის მოქალაქეობრივ პოზიციასთან შედარებით“, – წერს გაზეთის რედაქტორი.

კონსულს უხუცესთა სათათბიროს სახელით პოეტი შოთა შოთა ზოიძეც პასუხობს: „გენოციდი, როგორც ჩანს, თქვენთვის „უსაფუძვლო ბრალდებაა“, მაგრამ ჩემთვის მოურჩენელი ტკივილია, რადგან ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრაცია დღეს ვაჭრობის საგანიგ ახდა. თქვენ არ უნდა გესწავლებოდეთ, რომ ისინი საქართველოს ისტორიულ მიწა-წყალზე დგანან. ამასთან შეგუება არც ჩემი წინაპრებისა და არც ჩვენთვის ადვილი არ იყო. თუ ეს გენოციდი არ იყო, აბა, რა იყო? (გენოციდი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავ სეროვნული და რელიგიური ნიშნითა ადამიანთა განადგურებას, სწორედასეიყო XVI საუკუნეში, რელიგიის ნიშნით ათასობით ქართველს თავი მოკვეთეს, მდინარე აჭარის წყალის სისხლით იღებებოდა). მაშინ თქვენ მიბრძანეთ, რა ვუწოდო იმ ისტორიულ ფაქტს, რომქართველი კაცი თავისმიწიანად თურქეთის „საზღვრებში“ აღმოჩნდა?!“

წერილების სრული სახით ნახვა გაზეთ „აჭარა P.S.” -ის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

გადაბეჭდვის წესი