სიახლეები

თეთრი პეპლების თავდასხმა

30.05.2012 • • 3519
თეთრი პეპლების თავდასხმა

ავტორი: ნანა კვაჭაძე

დასავლეთ საქართველოში თეთრი პეპლის მატლი გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ იწევს. შეწამვლის მეთოდი მეორე თაობის მწერზე აღარ მოქმედებს და მისი განადგურების მხოლოდ ერთი, მექანიკური ხერხი -გასრესა არსებობს, თუმცა მწერთან ბრძოლა ახლა დაგვიანებულია. უკვე ცნობილია, რომ 2012 წელს ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელება დასავლეთ საქართველოში პიკს მიაღწევს.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატმა ავთანდილ მურვანიძემ რამდენიმე წლის წინ მშობლიურ სოფელში პატარა ექსპერიმენტი ჩაატარა: მეზობლებს უთხრა, რომ მასთან მიტანილ, მკვდარ ყოველ ამერიკულ თეთრ პეპელაში 5 თეთრს გადაიხდიდა. მეზობლებს ექსპერიმენტი მოეწონათ, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებსაც დამატებით ჯიბის ფულის შოვნის შესაძლებლობა გაუჩნდათ. ექპერიმენტის მიზანი ერთი იყო -ავთანდილ მურვანიძეს გლეხებისთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ თუკი გაზაფხულზე ნათურასთან მოფარფატე, ერთი შეხედვით უვნებელ მწერს ადვილად მოკლავდნენ, ამით ხეხილს ასიათასობით ამერიკული თეთრი პეპლისგან დაიცავდნენ. „ერთი პეპელა ათასზე მეტ კვერცხს დებს. წელიწადში ორ თაობას იძლევა, რომლებიც ამდენივე რაოდენობის კვერცხს დებენ და საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ერთ ამერიკულ თეთრს პეპელას ნახევარმილიონამდე შთამომავალი შეიძლება ჰყავდეს,“ – ამბობს ავთანდილ მურვანიძე, რომელიც აკადემიკოს გურამ ალექსიძესთან და ესმა ორჯონიკიძესთან ერთად, ეროვნული გრანტის ფარგლებში, სამი წლის მანძილზე იკვლევდა ამერიკული თეთრი პეპლის გამოვლენისა და ლიკვიდაციის მეთოდს. მეთოდი, რომელსაც სპეციალისტები უწევენ რეკომენდაციას, საკმაოდ მარტივია – ამერიკული თეთრი პეპლის მექანიკური განადგურება.

„ამერიკული თეთრი პეპელა ორ თაობას იძლევა, ადრიან ივნისსა და აგვისტოში, თუმცა მასთან ბრძოლის დაწყება ყველაზე ეფექტური მაისის თვეშია. როცა გაზაფხულზე პეპელა გამოფრინდება და ნათურას ეტანება, მოსპეთ ის პეპელა და გარანტირებულია, რომ მეორე თაობაში მინიმუმ ასი ათას მატლს მოსპობთ. ეფექტურია პეპლის ხეზე გამოჩენისთანავე ხის ტოტის მოჭრა და განადგურება. არ უნდა დაველოდოთ, როდის მოვა სახელმწიფო და შეგვიწამლავს, ჩვენით უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა. ბუდე როცა ხეზეა, მაშინვე უნდა მოვსპოთ, რომ გავრცელება შევაჩეროთ”, – ამბობს ავთანდილ მურვანიძე. თუმცა მექანიკური განადგურების ეფექტურობას გლეხები ეჭვის თვალით უყურებენ. „კარგი, მე გავანადგურე, მოვჭერი ტოტები და დავწვი, მაგრამ მეზობელიც იზამს ასე? ან კიდევ რამდენი ტოტი შეიძლება მოაჭრა ხეს?“ – კითხულობს მზია ღლონტი, რომელიც ამბობს, რომ წელს თხილის მოსავლის აღება ძალიან უჭირს, რადგან მცენარის ტოტებიდან ამერიკული თეთრი პეპლის ჭუპრი ცვივა. ის ფიქრობს, რომ ეს საზრუნავი მთავრობამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე და ხეები შეწამლოს. გლეხები იმასაც უჩივიან, რომ შეწამვლა დაგვიანებით ხორციელდება, ამიტომაც არ არის ეფექტური.

საქართველოში მავნე მწერების, მათ შორის ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლაში პასუხისმგებელი სურსათის უვნებლობის სააგენტოა. სააგენტოს პრესცენტრის უფროსის, ვერიკო გულუას მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წელს დასავლეთ საქართველოში მეორე თაობის ამერიკული თეთრი პეპლების გასანადგურებლად 20 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი დამუშავდა კონტაქტური და ნაწლავური მოქმედების პრეპარატებით, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. „ახლა ხეხილის შეწამვლა საკმარისი არ არის“ – განმარტავს ავთანდილ მურვანიძე, – „როგორც კი დავიწყებთ შესხურებას, მწერი გრძნობს წამალს, იგორგლება, ცვივა დაბლა და ტოვებს ტერიტორიას. მაშინ უნდა შევწამლოთ ის ტერიტორიაც, სადაც ჩამოვარდა მწერი.”

როგორ აისახება ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელება მოსავალზე? – ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელიც გლეხებს აწუხებს. ავთანდილ მურვანიძე ამბობს, რომ დაზიანებული ხის მოსავლიანობა იკლებს, ხოლო თუკი ამერიკული თეთრი პეპელა მცენარეზე მომავალ წელსაც გამოჩნდა, ხე შეიძლება გახმეს.

გაიზარდა თუ არა წელს ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების არეალი და რას უკავშირდება ეს? – სურსათის უვნებლობის სააგენტოში ამბობენ, რომ რეგიონებში თეთრი პეპლის გავრცელების შესახებ მონაცემები ყოველწლიურად იცვლება. წელს ამ მონაცემებში აჭარა ლიდერობს. „ამერიკულ თეთრ პეპელას ზიგზაგისებური განვითარების ციკლი გააჩნია“, – ამბობს ავთანდილ მურვანიძე. „არის კლებადობისა და მატების პერიოდები. 2007 წელს შეინიშნებოდა კლებადობა, 2008 წლიდან დაიწყო მატება, 2012 წელს ამერიკული თეთრი პეპლის განვითარება პიკს მიაღწევს, 2012 წლის შემდეგ გაივლის ოთხ-ხუთწლიან კლებადობის ციკლს და შემდეგ ისევ მატებას დაიწყებს. როცა ვიცით ამის შესახებ, შეგვიძლია ზოგ შემთხვევაში, ნაკლები ძალისხმევა დავხარჯოთ მისი გამრავლების შესაჩერებლად“.

სურსათის უვნებლობის სააგენტოში ამბობენ, რომ დაახლოებით ათ დღეში თეთრი პეპლის „თავდასხმა“ დასრულდება. ჭუპრი სახლებში იწყებს შესვლას გამოსაზამთრებლად, რომ სახურავებზე დაიბუდოს, მოსახლეობას კი სახლის კედლებზე მცოცავ მწერებთან გამკლავება უჭირს. მატლს ახლა არც შეწამვლა შველის, რადგან ქიმიური, კონტაქტური პრეპარატი ვერ აღწევს მატლის ბუსუსებში. მომავალ გაზაფხულს ამერიკული თეთრი პეპელა ისევ გამოჩნდება. „ბათუმელები“ ამერიკულ თეთრ პეპელასთან ბრძოლისა და პრევენციის მეთოდებზე მომზადებული მასალებით ამ თემას არაერთხელ დაუბრუნდება.

გადაბეჭდვის წესი