ბათუმიდან სარფის მიმართულებით, ასევე ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, საცობია.

მოქალაქეები ამბობენ, რომ რამდენიმე საათი საცობში არიან გაჩერებული.

„გონიოსკენ მიმავალ გზაზე, აეროპორტის გადასახვევიდან დაახლოებით 4 საათია საცობში ვართ. თქვეს, რომ ტრაილერებმა დაიწყეს გამოსვლა სარფის მიმართულებით და ამან შექმნა საცობი“, – ამბობს ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი „ბათუმელებთან“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

შსს-ში ვერ გვითხრეს, რას უკავშირდება საცობი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიასაც. აქ გვითხრეს, რომ მიზეზს გაარკვევენ. მერიიდან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

Exit mobile version