საქართველოს რკინიგზის ცნობით, უამინდობის და დიდთოვლობის გამო, კვლავ უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი.

კერძოდ, 27 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები:

  • #802/801 თბილისი-ბათუმი;
  • #804/803 თბილისი-ბათუმი;
  • #870/869 თბილისი-ზუგდიდი;
  • #874-873 თბილისი -ფოთი;
  • #618/617 თბილისი-ბორჯომი;
  • #686/685 თბილისი-ბორჯომი.

„მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე“ – წერს რკინიგზა.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version