სიახლეები

თავად მოამზადე კოქტეილი

30.05.2012 • • 5601
თავად მოამზადე კოქტეილი

სიტყვა „კოქტეილის” წარმოშობის ისტორია დღემდე სადავოა. ლექსიკონებში კოქტეილი განმარტებულია, როგორც მასტიმულირებელი სასმელი, რომელიც სხვადასხვა ალკოჰოლიანი სასმელის, შაქრისა და მწარე ნაყენისგან მზადდება.
ბარმენი ლაშა ჟორჟოლიანი „რანდე-ვუ“-დან: „იმის გამო, რომ სახლში არ გვაქვს შეიკერი (კოქტეილის დასამზადებელი ჭურჭელი), შტრაინერი (სპეციალური საცერი) და სხვა საჭირო ხელსაწყოები, კოქტეილის სახლში დამზადება ძნელია, სახლში მინიმუმ ბლენდერი უნდა გვქონდეს, რომ კოქტეილი მოვამზადოთ.

„მილკშეიკი“ ეს არის უალკოჰოლო კოქტეილი, რომელიც შესაძლებელია ბავშვებმაც მიირთვან. მისი მომზადებისთვის საჭიროა:
ყინული;
250 გრ რძე;
2 ბურთულა ნაყინი;
შაქარი ან შაქრის სიროფი.
ეს ყველაფერი ბლენდერში ავთქვიფოთ, დავამატოთ რომელიმე ხილი, სახლში რაც გვაქვს: მარწყვი, კივი, ბანანი, ან შოკოლადის ტოპინგი – უფრო გემრიელი და მრავალფეროვანი რომ გახდეს კოქტეილი.
„ალექსანდერი“
150 გრ რძე;
1 კოვზი ხსნადი ყავა;
2 ბურთულა ნაყინი;
50 გრ არაყი;
50 გრ ბეილისი;
50 გრ კალუა.
ბლენდერში ათქვეფილი ეს მასა დავასხათ კოქტეილის სირჩაში ყინულებთან ერთად. კოქტეილის გაფორმება შეიძლება ფორთოხლით, სირჩაზე დავამაგროთ ფორთოხალი, ასევე ზემოდან მოვახეხოთ შოკოლადი ან მოვასხათ მუსი.
„სახრახნისი“
50 გრ არაყი;
ფორთოხლის წვენი.
ეს ინგრედიენტები კოქტეილის სირჩაში მოვათავსოთ და გავაფორმოთ ფორთოხლით. კოქტეილი მზადაა.
„კუბა ლიბრე“ – გაერთიანებული რომი და კოკა-კოლა. კოქტეილის სახელწოდება ითარგმნება, როგორც „თავისუფალი კუბა”.
ჭიქაში მოვათავსებულ ყინულს უნდა დავუმატოთ Bავარდი Bლაცკ- 50 მლ და გავავსოთ კოკა-კოლით, შემდეგ ჭიქაში ჩავდოთ ლიმონის ნაჭერი.

„მარტინი არაყი“
50 გრ არაყი;
100 გრ მარტინი „ბიანკო“.
ვისკის ჭიქაში ჩავყაროთ ყინულის კუბიკები, დავამატოთ არაყი და მარტინი, მოვურიოთ და ლიმონის ნაჭერი ჩავდოთ.
ვისაც სახლში აქვს შეიკერიც, შეუძლია დაამზადოს „კოსმოპოლიტენი“ – კოქტეილი ქალებისთვის.
ჭიქაში ვყრით ყინულს, ვასხამთ 50 გრ ფილანდია ცრანბერრყ-ს, ვამატებთ 40 გრ ცოინრეაუ-ს, შემდეგ ვამატებთ 150 გრ ცრანბერრყ ჯუიცე-ს (შტოშის წვენი), ყველაფერს ერთად „ვაშეიკერებთ“ და ვასხამთ კოქტეილის სირჩაში.
ლაშა ჟორჟოლიანი ამ კოქტეილის მომზადების საიდუმლოსაც გვიმხელს: „აიღეთ ფორთოხლის კანი, გადაკეცეთ, ჭიქასთან ახლოს მიიტანეთ და ასანთი მიუშვირეთ, შხეფები, რომელსაც სიმხურვალის შემდეგ გამოყოფს ფორთოხალი შეეცადეთ სირჩაში მოხვდეს, ის საოცარ გემოს მისცემს კოქტეილს“.
ბარმენი რომეო ასატუროვი „პრივეტიდან” ასევე გვასწავლის, როგორ მოვამზადოთ სახლში კოქტეილი.
„დაიკირი“
40 მლ რომი;
20 მლ ლიმონის წვენი;
20 მლ შაქრის სიროფი.
შეიკერში ყინულთან ერთად შევაზავოთ ეს ყველა ინგრედიენტი, შეიკერი ვამოძრაოთ, რათა მასა კარგად გაერიოს, შემდეგ გადმოვიღოთ კოქტეილი სირჩაში, სილამაზისთვის სირჩას დავუმაგროთ ლიმონის ნაჭერი. კოქტეილიც მზადაა.
„წითელი ძაღლი“
25 მლ ტეკილა;
25 მლ აბსენტი;
3 წვეთი ტობასკო.
კოქტეილი ფენებად უნდა დამზადდეს. ტეკილის სირჩაში ჩავასხათ ტეკილა, შემდეგ კოვზით დავმატოთ აბსენტი, რათა ფენებად გამოვიდეს, შემდეგ დავუმატოთ სამი წვეთი ტობასკო. კოქტეილი მზადაა.

გადაბეჭდვის წესი