„მაძიებელი ვარ. სულ ვეძებ, იმიტომ, რომ მიყვარს ცხოვრება. ყველაფერი ძალიან მარტივია. გამუდმებით ვეძებ. აქამდე რაც მიძებნია, ყველაფერი მიპოვია. აბსოლუტურად ყველაფერი. ირლანდიის სიგიჟეებიდან დაწყებული, ფრანგული გასტრონომიით დამთავრებული. მაინტერესებდა რა იყო და მოლეკულური გასტრონომია. ვისწავლე. უნიკალური პროფესიაა. ჩვენთან არ არის, საქართველოში, მაგრამ გენიალურია“.
17 წლის იყო, როცა საფრანგეთში წავიდა, სადაც დიპლომატიასა და გეოპოლიტიკას სწავლობდა. საფრანგეთის შემდეგ იყო ირლანდია, სადაც ხუთი წელი დარჩა.
„ძალიან რთული იყო ცხოვრება, თუმცა რთულთან ერთად იყო ძალიან საინტერესო. თავისი უზარმაზარი პრობლემებით, საემიგრაციოდან დაწყებული, დამთავრებული ყოველდღიური გადასახადებით და ასე შემდეგ. მე იქ აღმოვაჩინე ხელოვნება. ასევე აღმოვაჩინე ისიც, რომ ეს ყველაფერი გასაყიდად არის და განსხვავებულად, ვიდრე ჩემს ქვეყანაში. უნდა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და უნიკალური, რომ რაღაცას მიაღწიო. მე დღეს ბრიტანეთის მოქალაქე ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ“. ბათუმში წელს, იანვარში დაბრუნდა, თუმცა დროებით. მირანდასთან ინტერვიუ კატარში გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ჩავწერეთ. მირანდა კატარში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სამუშაოდ წავიდა.
„მე დავიბადე ბათუმში, მაგრამ ბათუმში არასოდეს მიცხოვრია. ბათუმელი არ ვარ და თან ვარ. ვსწავლობდი თბილისში, პარიზში, მერე ირლანდიაში აღმოვჩნდი. მე თვითონ ხელოვანი არ ვარ, გეოპოლიტიკოსი ვარ და ყველაფერს კომერციულად ვუდგები. ამ ქვეყანაში არიან გენიოსი ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ უსივრცოობა. მე რადგანაც უფრო გაბედული ვარ, შემიძლია მაგალითად, ჩემი ძმისგან განსხვავებით, ბევრი რაღაც გავბედო. ყველასთან მივიდე კარზე, დავუკაკუნო და ვუთხრა, რომ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, ხვალ გვესტუმრე და თუ ვერ გვესტუმრები, რაღაცა მაინც გაგვიკეთე,“ – ამბობს მირანდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ამჯერად მცირე დრო დაჰყო, ბევრი რამის გაკეთება მოასწრო. მეგობრებთან ერთად ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, რომლის პირველადი შედეგები საზოგადოებამ მარტის ბოლოს იხილა. საუბრის განმავლობაში ყველაზე მეტი სწორედ სახელოვნებო სივრცეზე ილაპარაკა.
„ჩვენ, ბათუმელების ჯგუფმა – მე, ირაკლი ძნელაძემ, ლაშა ფალავანდიშვილმა, მარი ბარამიძემ, სერაფიმ ძნელაძემ, გიორგი ნაკაშიძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა შევქმენით სახელოვნებო სივრცე. ჩვენ გვინდოდა სივრცის შექმნა, რომელიც გააერთიანებდა ამ ქალაქში არსებულ ხელოვანებს, პოეტიდან დაწყებული, არტლაბორატორიით დამთავრებული. ჩვენ მოვიწვიეთ ყველა, ძველი, დავიწყებული ადამიანებიდან დაწყებული, ახალი ანდერგრაუნდით დამთავრებული. შემთხვევით შევხვდით გია აბულაძეს, რომელიც არის ძალიან კარგი ბიჭი. კარგი ადამიანი და აღმოჩნდა, რომ დღეს არის კულტურისა და განათლების მინისტრი. საერთოდ არ იცოდა ჩვენ შესახებ არაფერი. დაველაპარაკეთ გიას, ვუთხარით, რომ გვინდა გავაკეთოთ თანამედროვე ხელოვნების სივრცე. მემედ აბაშიძის სამ ნომერში მოგვცეს სულ 160 კვადრატი, ცარიელი შენობა იყო, სადაც არაფერი არ ხდებოდა. გიამ გვითხრა, თუ რამეს გააკეთებთ, თქვენი იყოსო. პირიქით, ჩვენ ვეძებთ ასეთ ხალხსო. ფაქტობრივად მწვანე შუქი აგვინთო. აუცილებლად გამოვყოფ კაკო ძნელაძის როლს, რომელიც დაგვეხმარა თავიდან ბოლომდე ყველაფერში. მხარში გვედგა კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე სურმანიძე და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას ამ თანადგომისათვის. ირინემ და გიამ გვითხრეს, თქვენ ცუდი წარმოდგენა გაქვთ რაღაცებზეო. საერთოდ არ მაინტერესებს, შენ ვინ ხარ, მითხარი რისი გაკეთება გინდა და აგერ ვართ ჩვენო. შენობა გინდა? აი შენ შენობა და გააკეთეთო. ჩვენც გავაკეთეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი რაღაც გაკეთდა.” – ამბობს მირანდა.
მირანდას თქმით სახელოვნებო სივრცემ ბათუმს ახალი ადამიანების დანახვის და გაცნობის საშუალება მისცა. ამბობს, რომ კატარიდან მალე უნდა დაბრუნება, იმიტომ რომ თავისი საქმე აქ, საქართველოში აკეთოს.
„მინდა, მალე დავბრუნდე საქართველოში და აქ ვიმუშაო. ჩემი გამოცდილება და ცოდნა, რომელიც მე ამ ცხრა წლის მანძილზე სადღაც მივიღე, მინდა, აქ დავხარჯო. ეს სივრცე, რომელიც ჩვენ შევქმენით, არ არის გალერეა, ეს არ არის მუზეუმი, ეს არის სახელოვნებო, ახალი სივრცე. ეს სივრცე გააერთიანებს ადამიანებს ტექნიკური კოლეჯიდან დაწყებული ხელოვნების უნივერსიტეტით დამთავრებული. სტუდენტებიდან დაწყებული, ჩვეულებრივ ოსტატებით დამთავრებული. სახელოვნებო სივრცე ყველასთვისაა, ვინც რაიმეს ქმნის,“ -ამბობს მირანდა.
„ჩვენ, ამ თაობას, არ გვაქვს წილქმნობადობა. წილქმნობადობა რომ არ გვაქვს, არაფერი არ გვაქვს, ნულად ვიქცევით. ვიძინებთ, ვიღვიძებთ, როგორც ბიოლოგიური არსებები. ჩვენ გვჭირს პატარა წვრილმანებში გაბნეულობა. არასოდეს არაფერი არ მოგვწონს, მაგრამ თუ ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ დიდ და მნიშვნელოვან რაღაცას ამ ქალაქში. ვფიქრობ, რომ მე პირადად ეს შემიძლია. პირობას გაძლევთ, თუ, მაგალითად, სამი წლის შემდეგ ერთმანეთს შევხვდებით, აუცილებლად გეტყვი, გახსოვს სამი წლის წინ, ლიტერატურულ კაფეში რომ შევხვდით, სანამ მე კატარში გავფრინდებოდი, რომ გელაპარაკებოდით, ნახეთ როგორ გავაკეთე?
მე არ ვარ კოსმოპოლიტი. მიუხედავად იმისა, რომ სადღაც-სადღაც ვიცხოვრე, დღის ბოლოს მე მაინც ვარ კავკასიელი. 2008 წელს ირლანდია მივატოვე და ვიფიქრე, რომ ირლანდია დამთავრდა. მე ირლანდიაში აღარასოდეს დავბრუნდები იმისათვის, რომ ვიცხოვრო. სიამოვნებით აღმოვაჩენდი ირანს, ბეირუთს, სალვადორ დე ბაიას, მაგრამ ევროპას აღარასოდეს მივუბრუნდები. მაგალითად სალვადორ დე ბაიაში რომ ვიყო, მე არ მეცოდინება, რა მოხდება მთელი დღის მანძილზე. ევროპაში სხვანაირადაა. ყველას თავის დრო აქვს დედამიწაზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დრო დადგა და მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ, ცხოვრება არის პროცესი, ცხოვრება არის ხალისისა და ბედნიერების შესახებ. მე მინდა, ბედნიერება მქონდეს. თავისი მელანქოლიით. მელანქოლია ცხოვრებას უხდება და ჩვენ, კავკასიელებს, განსაკუთრებით. მელანქოლია ჩვენი ისტორიაა“.