გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით „23 და 24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და 4-6 ბალიანი შტორმი [საფრთხის დონე მაღალი]“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 თებერვლის 21 საათიდან 24 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, თოვა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი; მაღალმთაში ნისლი და ქარბუქი;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში,ზოგან 17-22 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 4 გრადუსი ყინვა – 1 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა: 5-6 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 25 და 26 თებერვალს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვა.

 

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, 23 თებერვალი, 2025 წელი

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version