უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 863 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280]
- ტანკი – 10 146 ერთეული [+12]
- ჯავშანტექნიკა – 21 130 ერთეული [+18]
- საარტილერიო სისტემა – 23 462 ერთეული [+52]
- MLRS – 1 295 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 080 ერთეული [+26]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 26 156 ერთეული [+135]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 064 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 38 104 ერთეული [+143]
- სპეცტექნიკა – 3 753 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 655 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 44 132 უპილოტო საფრენი აპარატი
- 596 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 21 688 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 521 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 21 926 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 32 005 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე
ზელენსკის მიმართ ბრალდებები უსინდისობის მწვერვალია – ბორელი ტრამპის განცხადებაზე






