სიახლეები

ზაქარეიშვილი ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ

30.05.2012
ზაქარეიშვილი ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ

პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის თავისავე ოფისში შეხვდა. „ამ შეხვედრას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, დავით ბერძენიშვილი და მე ვესწრებოდით. არ ვიცი შეხვედრის ინიციატორი ვინ იყო, მე პირადა პარტიის ოფისიდან დამირეკეს“, – თქვა შეხვედრიდან გამოსულმა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის განცხადებით, ივანიშვილს რესპუბლიკური პარტიის ხედვები აინტერესებდა: „აინტერესდებოდა ხელისუფლების ამ თუ იმ გადაწყვეტილებას როგორ ვაფასებდით. შეხვედრა 2 საათის შემდეგ იმით დასრულდა, რომ კიდევ შევხვდებით და თანამშრომლობის რამე კონკრეტულ ფორმატზე შევჩერდებით. ჯერ თანამშრომლობის რაიმე კონკრეტული ფორმა შერჩეული არ არის“.
ბიძინა ივანიშვილის ოფისი თბილისში, ტაბახმელას გზაზე მდებარეობს.
ივანიშვილმა დღეს დილით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
„რომელ პოლიტიკურ ძალებთან ვაპირებ თანამშრომლობას?
პირველ რიგში მინდა ვახსენო რესპუბლიკური პარტია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტია, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით.

თანამედროვე ყაიდის საინტერესო და იმედისმომცემ პოლიტიკურ ორგანიზაციად ვთვლი პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“, ხოლო მისი ლიდერი ირაკლი ალასანია ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი წონადი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა. „რესპუბლიკელებისგან“ განსხვავებით ირაკლი ალასანიასთან და მის პარტიასთან შეკითხვები არ მაქვს.

ცხადია, ამ მიმართვაში ყველა იმ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ორგანიზაციას ვერ ჩამოვთვლი, ვისთანაც თანამშრომლობას ვაპირებ.
უახლოეს ხანებში დრო ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს და ჩვენი მომავალი პარტნიორების სიაც უფრო დაზუსტდება და დაკონკრეტდება.
რესპუბლიკურ პარტიასთან მართლაც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ჩემი განცხადების შემდეგ, „რესპუბლიკური პარტიის“ რამდენიმე წევრმა ჩემს მიმართ ძალზე აგრესიული კომენტარები გააკეთა.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან ბერძენიშვილს მინდა ვკითხო: იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ „ალია-ჰოლდინგის“ საშუალებით შემოგვიტია და ლაფის სროლა დაგვიწყო, ლევან ბერძენიშვილმა ორჭოფული პოზოცია დაიკავა და მრავალმნიშვნელოვანი ტონით განაცხადა, მე ვიცი, საიდან იშოვა ფული ივანიშვილმა და არ ამალაპარაკოთ ახლაო“.

დღესვე ამ განცხადებას ლევან ბერძენიშვილიც გამოეხმაურა. მან ინტერპრესნიუსთან თქვა: „რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შენიშვნას, რომელიც მე მეხებოდა, თითქოს მე “ალია ჰოლდინგში” რაღაც მეთქვას მისი ფინანსების წარმომავლობის შესახებ, აქ აშკარად რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. მე ბიძინა ივანიშვილს დიდ პატივს ვცემ, როგორც ქველმოქმედს. ბოლოს და ბოლოს, მე ვიყავი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელსაც ის ძალიან სერიოზულად დაეხმარა.

როგორც ჩანს, ვიღაცამ რაღაც მომაწერა, რადგან მე ბიძინა ივანიშვილის ფინანსური წარმოშობის წყაროებს არ ვიცნობ. ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვეულებრივი, ლეგალური ბიზნესი და ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენი ბანდიტობით არ გამხდარა”.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.