უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 859 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 530]
- ტანკი – 10 089 ერთეული [+16]
- ჯავშანტექნიკა – 21 063 ერთეული [+52]
- საარტილერიო სისტემა – 23 222 ერთეული [+37]
- MLRS – 1 283 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 067 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 25 505 ერთეული [+128]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 063 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 37 605 ერთეული [+149]
- სპეცტექნიკა – 3 750 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 653 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 43 522 უპილოტო საფრენი აპარატი
- 594 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 21 473 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 517 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 21 756 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 31 726 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე