ბათუმში, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთასთან წუხელ, გვიან ღამით, ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი.

შსს-ს ცნობით დაკავებულია მეორე ავტომობილის მძღოლი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version