ბათუმში, მახინჯაურის გვირაბთან კაცი დაიღუპა სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად – ინფორმაცია „ბათუმელებს“ საქართველოს რკინიგზაში დაუდასტურეს.

შემთხვევა დღეს, 15 თებერვალს, საღამოს მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით – რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version