სიახლეები

ვის რისი იმედი აქვს სკოლაში

30.05.2012
ვის რისი იმედი აქვს სკოლაში

თამარ ქათამაძე, ქ. ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე

ბოლო წლებში განათლების სისტემაში უამრავი სიახლეა. ბევრმა მათგანმა პრაქტიკულ სასკოლო ცხოვრებაში არ გაამართლა და კრახი განიცადა. უკეთ რომ ვთქვათ, შეწყდა რიგი საკითხების განხორციელება, რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ რეფორმატორები უსმენენ საგანმანათლებლო ცხოვრების მაჯისცემას და ჯიუტად არ ცდილობენ იმის დანერგვას, რაც უცხო ორგანოსავით ვერ ეგუება ჩვენს საზოგადოებასა თუ მენტალიტეტს. სიახლისადმი შიში მარტო ჩვენი საზოგადოებისათვის არ არის დამახასიათებელი, ეს ბუნებრივი პროცესია. თავიდან მეც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი მანდატურების ინსტიტუტის შემოღებაზე, მიმაჩნდა, რომ ეს ზედმეტი რგოლი იქნებოდა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. თუმცა ისიც ცხადი იყო, ბოლო წლებში როგორ მოიშალა სასკოლო სისტემა, მოიშალა დისციპლინა, ვერ ხერხდებოდა უფროსკლასელების გაკვეთილზე დასწრება, იმატა კრიმინალურმა შემთხვევებმა. აუცილებელი იყო სწრაფი ზომების მიღება, რაც აღმოფხვრიდა ამ მანკიერ მხარეს.

მანდატურის ინსტიტუტმა ხელი შეუწყო ამ პრობლემების მოგვარებას. ჯერ ერთი წელიც არაა გასული და ჩემი სკოლის მაგალითზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად შედგა ურთიერთობა მასწავლებელს, მოსწავლესა და მანდატურს შორის. მჯერა, რომ მალე გაიმართება საგანმანათლებლო სისტემა და ეს რგოლი აღარ იქნება საჭირო. სკოლა დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს, მოსწავლეს ჩამოუყალიბდება ჯანსაღი სასკოლო ცხოვრების წესი. ამას ხელს შეუწყობს `არების~ კონტროლის კანონი და მე-12 კლასელების საატესტატო გამოცდები.

დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ძალზე მოუმზადებლად დაინერგა რვა საგანში ჩასაბარებელი საატესტატო გამოცდა. ფაქტია, რომ მოსწავლეები სკოლაში თითქმის აღარ სწავლობდნენ საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ დისციპლინებს. რასაც, პირველ რიგში, აპროტესტებდა მშობელი. გასული წლიდან ცნობილია, რომ მოსწავლეებს მოუწევდათ რვა საგნის ჩაბარება. თუმცა მათ დღემდე აქვთ იმედი, რომ რაღაც დათმობები და შეღავათები ექნებათ. ამიტომ რაღაც პერიოდში ისინი უნდა დადგნენ ფაქტის წინაშე. და ეს ფაქტიც დადგა. მოსწავლე უნდა დარწმუნდეს, რომ ის უნდა ფლობდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების მინიმუმს.

მომავალში ამ უხერხულობისათვის თავი რომ აგვერიდებინა, ჩვენი სკოლის მე-11 კლასელებს შევთავაზეთ დამატებითი უსასყიდლო მომსახურება საბუნებისმეტყველო საგნებში, რათა აღარ ერბინათ რეპეტიტორებთან. დღესვე დავიწყეთ მომავლისათვის მზადება, რომ არ აღმოვჩნდეთ სავალალო სიტუაციაში. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ პედეგოგები უფრო რჩებიან გაკვეთილების შემდეგ, ვიდრე მოსწავლეები. ანუ მათ ისევ სჯერათ, რომ რაღაც იქნება. არადა, სულ რაღაც მცირე დროში ისინი დაიჯერებენ, რომ ესგ-ით გათვალისწინებული დისციპლინების მინიმუმის სწავლა აუცილებელია, თუნდაც ატესტატის მისაღებად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.