უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 856 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
  • ტანკი – 10 068 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 20 927 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 23 174 ერთეული [+59]
  • MLRS – 1 283 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 067 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 25 341 ერთეული [+117]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 063 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 37 379 ერთეული [+127]
  • სპეცტექნიკა – 3 747 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 653 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 43 342 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 594 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 21 450 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 517 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 21 721 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 31 674 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე

„ევროპას შეუძლია სათადარიგო სკამიდან უმაღლესი ლიგის თამაშში შემოვიდეს“ – ინტერვიუ გენერალთან

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს, არ ენდონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მზაობას ომის დასრულების შესახებ:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version