სიახლეები

ვის მოვთხოვოთ პასუხი ავტოავარიების გამო? ანუ ხუთი შეკითხვა ვიცე-მერს

30.05.2012
ვის მოვთხოვოთ პასუხი ავტოავარიების გამო? ანუ ხუთი შეკითხვა ვიცე-მერს

ავტორი: ნათია ზოიძე

„ბათუმის ტერიტორიაზე  ხშირ შემთხვევებში  საგზაო ნიშნების არარსებობის, ან არასათანადოდ  თვალსაჩინოდ განთავსების გამო ხდება  ავტოავარიები, იღუპებიან  მოქალაქეები.  ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამის გამო ?“– ეს და კიდევ  ხუთი მთავარი  კითხვის ადრესატი  ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმის ვიცე მერი, ჯემალ ანანიძე იყო.

გაფართოებული სხდომა ბათუმის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია„ბათუმის“ინიციატივით მოეწყო და მთავარი კითხვები  პარკინგის წესებსა და ძველი ბათუმის  ქუჩების შევიწროებას  უკავშირდებოდა.

ძველ ბათუმში თითქმის ყველარეაბილიტირებულიქუჩა იმდენად შევიწროებულია, რომ ორი ავტომობილი ერთმანეთს გვერდს დიდი გაჭირვებით უვლის. ეს, თავისმხრივ, საცობებს წარმოშობს ატომ შევიწროვდა ქუჩებზე ავტომობილების სავალინაწილი? და ვინ არის ქალაქის ქუჩების დაგეგმარების ავტორი?

რატომ არ იღებს  გადაწყვეტილებას  საკრებულო  ქუჩების ახალიმეთოდებით დაპროექტების, შევიწროების, ველობილიკების მშენებლობისადა სხვა, მსგავსი საკითხების შესახებ?

საკრებულოს გადაწყვეტილებით  შექმნილი შპს „ პარკინგი“ რატომ გახდა  სადამსჯელო და არა მომსახურებაზე ორიენტირებული  ორგანიზაცია. რატომ ვახდევინებთ თანამოქალაქეებს იმ მომსახურების საფასურს რომელიც რეალურად არ  არსებობს?

ეს შეკითხვები ფრაქცია „ბათუმმა“ და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დასვეს. შეკითხვების უმრავლესობას  ვიცე-მერმა ჯემალ ანანიძემ უპასუხა,თუმცა  ვიცე-მერის  პასუხები ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ ინფორმაციას  არ შეიცავდა.

ჯემალ ანანიძე  აღიარებს,  რომ საგზაო ნიშნებთან დაკავშირებითპრობლემები არსებობს.მისი თქმით წელს შპს  „ბათუმის პარკინგი“„აიპიდ“ გადაკეთდება და ის საგზაო ნიშნების განთავსების და მოვლის ფუნქციასაც შეითავსებს.

ანანიძის ინფორმაციით  წელს ბიუჯეტიდან „აიპს“ 1 მილიონი ლარი გამოეყოფა. მერია საკრებულოში პროექტს იანვრის ბოლოს შეიტანს, რაც შეეხება საგზაო ნიშნების არარსებობის გამო  შექმნილ საავარიო სიტუაციებს და დაზარალებულ ადამიანებს,  ჯემალ ანანიძე ფიქრობს რომ ხშირად ასეთი სიტუაციები მძღოლთა დაუდევრობის, ან  გადაჭარბებულ სიჩქარის გამო ხდება და არა საგზაო ნიშნების არარსებობის გამო.

ანანიძის განცხადებით მალე  ტენდერი გამოცხადდება და ბათუმი ქუჩებზე საგზაო ნიშნების  განთავსების და მოწყობის „ესპანურ ან ფრანგულ პროექტს ავირჩევთ.“

ქუჩების დავიწროების შესახებ ანანიძე განმარტავს,  რომ ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდა და ეს ქალაქის განტვირთვის მიზნით მოხდა.

რაც შეეხება კითხვას – „როცა ინფრასტრუქტურა მოუწყებელია, რატომ ახდევინებენ ჯარიმებს მოქალაქეებს“, ვიცე-მერი პასუხობს, რომ მძღოლები მხოლოდ იმ ქუჩაზე ჯარიმდებიან, სადაც პარკინგის ნიშნები უკვე დგას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.