ფსიქიკური ჯანმრთელობა და სტიგმა
ავტორი: ნანა კვაჭაძე
მას შემდეგ, რაც 34 წლის ანა ს.-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რამდენიმე წელი სახლიდან არ გასულა. ანამ სამსახური დატოვა და დროის უმეტეს ნაწილს ტელევიზორთან ატარებდა: „სამი წელი საერთოდ არ გავსულვარ სახლიდან, მხოლოდ ექიმთან თუ წავიდოდი, ისიც მშობლების თანხლებით. რატომ? მეშინოდა, ერთი მხრივ, ჯანმრთელობის გამო, მეორეს მხრივ – ადამიანების, ვგრძნობდი, რომ ზოგიერთს ეშინოდა ჩემი, ზოგიერთიც კიდევ გამაგრდიო – მეუბნებოდა. არადა, ეს ფრაზა კი არ გამხნევებს, პირიქით, უფრო გკეტავს საკუთარ თავში. თანდათან ყველა შემოგეცლება და მარტო რჩები. „ეჰ, რა კარგი გოგო იყოო – სინანულით იტყვიან, თითქოს უკვე აღარ არსებობ, ახალ ცხოვრებაში აღმოჩნდი და მარტო ხარ. ეს ადვილი არ არის“.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით 76 ათასზე მეტი ადამიანი საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებითაა ავად. ამ ადამიანებსა და მათ ოჯახებს ყოველდღიურად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, საზოგადოებაში მათი დიაგნოზისადმი არსებულ წარმოდგენებთან უწევთ გამკლავება. სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა ბევრ ოჯახს აიძულებს, დამალოს დიაგნოზი და უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი სპეციალისტთან მისვლისგანაც კი იკავებს თავს.
აჭარის რეგიონში ერთადერთი ფსიქოთერაპევტი ნონა ნაკაშიძე, თავის პრაქტიკაში სამ შემთხვევას იხსენებს, როდესაც მშობლები წლების მანძილზე მალავდნენ ან ვერ ხვდებოდნენ, რომ მათ შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა: „ეს შემზარავი ისტორიებია. მალავდნენ, იმიტომ რომ რცხვენოდათ, ან ვერ ცნობდნენ სიმპტომებს და სჯიდნენ ბავშვს, რადგან ამას უთვლიდნენ შეცვლილ ქცევაში, სიჯიუტეში და ასე შემდეგ. ან ხვდებოდნენ, მაგრამ არ მიმართავდნენ სპეციალისტს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ უბედურება დაემართათ, მაგრამ ამის გამოსწორება თუ შეიძლებოდა, ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ“.
სტიგმა განსაკუთრებით ძლიერია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებთან მიმართებაში. „ეს საშიშია, ეს სირცხვილია“, – ფიქრობს საზოგადოება, რომლის შიში პირდაპირ უკავშირდება შესაბამისი განათლების არქონას. ამ შიშისა და სირცხვილის სამიზნე ხდება ადამიანი, რომელიც საჭიროებს მკურნალობასა და თანადგომას, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დაავადების მქონე პაციენტი. ნონა ნაკაშიძე, ფსიქოთერაპევტი: „ერთი მხრივ ცუდი ფსიქოსერვისები, აქედან გამომდინარე ცუდად მოვლილი, საზოგადოებას მოწყვეტილი პაციენტები, რომელთაც უჭირთ ადაპტაცია, მეორე მხრივ ჩვენი კულტურალური დამოკიდებულება – აღრმავებს სტიგმას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კაცთმოყვარე კულტურა გვაქვს, გვჩვევია სირცხვილის იარლიყის მიკერება სხვადასხვა ქრონიკული დაავადების, პირველ რიგში, ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის. და მთავარი, რაც სტიგმას აძლიერებს, ეს არის ფსიქიკური სერვისის განმახორციელებელი სპეციალისტებისა და დაწესებულებების ფაქტორი. სამწუხაროდ, ისეთი ფსიქიატრიული სამკურნალო დაწესებულებები გვაქვს, რომ სტიგმას ზრდის. ოღონდ იმ ჭიშკრის იქეთ არ აღმოვჩნდე – არსებობს ასეთი დამოკიდებულება. ძალიან არაეფექტური გადაწყვეტილება მიიღო სამინისტრომ ბათუმში, როცა ამბულატორიული სამსახური შეუერთა სტაციონარს. წარმოიდგინეთ იმ ადამიანების რეაქცია, რომლებიც დიდი სირცხვილის დაძლევის ფასად ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში მოდიოდნენ, როცა აღმოაჩენენ, რომ ახლა სტაციონარის ტერიტორიაზე უნდა იარონ, საითკენაც გახედვისაც ეშინიათ“.
ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტების მიმართ საზოგადოებაში სტიგმის არსებობა ნაწილობრივ ამ სპეციალობის ექიმებსა და სამკურნალო დაწესებულებებსაც უკავშირდება. ამას აქვს საფუძველი. საბჭოთა კავშირის დროს ფსიქიატრია ერთგვარი დასჯის პოლიტიკური იარაღი იყო ხელისუფლების ხელში. ბევრი სრულიად ჯანმრთელი, საბჭოთა რეჟიმისათვის მიუღებელი ადამიანი წლების მანძილზე იყო გამომწყვდეული ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, სადაც მათ სასტიკად ეპყრობოდნენ. სწორედ ამის გამო, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, საბჭოთა ფსიქიატრიის სკოლა დასავლეთში ყველაზე არაჰუმანურად მიიჩნეოდა. 1983 წელს მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციამ საბჭოთა ფსიქიატრთა საზოგადოების გარიცხვა გადაწყვიტა, რის შესახებაც წინასწარ მიიღო ინფორმაცია კგბ-მ და საბჭოთა ფსიქიატრთა საზოგადოებამ თავად დატოვა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია. საბჭოთა ფსიქიატრიის მემკვიდრეა ქართული ფსიქიატრიული სკოლაც. ქვეყნის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მძიმე პირობები კი, ბოლო წლებში, არაერთხელ გამხდარა სახალხო დამცველისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მსჯელობის საგანი.
ფსიქოთერაპევტი ამბობს, რომ პაციენტის გარდა, ოჯახთან მუშაობაცაა საჭირო, რომ ისინი სტიგმის მსხვერპლად არ იქცნენ: „როცა ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანი აღმოჩნდება ოჯახში, ოჯახის წევრები ეძებენ გზებს მის დასახმარებლად. გარდა ამისა, აწყდებიან ფინანსურ პრობლემებს, რადგან კარგი ფსიქოსერვისი, თუნდაც მხოლოდ პრეპარატები, საკმაოდ ძვირია. მეორე მხრივ, ოჯახის წევრებს უჩნდებათ სერიოზული პრობლემა – ბრალეულობის განცდა, იმის გამო, მათი ოჯახის წევრს ეს „დაემართა“, ეშინიათ საზოგადოებრივი აზრის. მთელს ოჯახს სჭირდება ფსიქოგანათლება და დახმარება იმისთვის, რომ გაუმკლავდნენ ამას, რომ თავი არ იგრძნონ დაჩაგრულად, გარიყულად. საჭიროა სწორი, ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება იმ პრობლემის შესახებ და კომპლექსური მხარდაჭერა ადამიანის ღირსების შელახვის გარეშე. ეს შესაძლებელია სტაციონარის გარე სერვისის გაძლიერებით, რეაბილიტაციის როლის გაზრდით. ეს ოჯახსაც დაეხმარება, პრობლემის მქონე ადამიანსაც, ანუ სტიგმა და სხვა პრობლემები შემცირდება“.
სტიგმის გაღრმავებას ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების მიმართ ხშირად მედიაც ხელს უწყობს. ძალადობაზე მომზადებული სიუჟეტები, სადაც ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დამნაშავე შესაძლოა ფსიქიკური პრობლემების მქონე იყოს, საზოგადოებაში შიშს კიდევ უფრო ზრდის და ამ სახის პრობლემების მქონე ადამიანები კიდევ უფრო გარიყულად გრძნობენ თავს.
რა არის მთავარი პრობლემა, რაა საჭირო, რომ სტიგმა დაიძლიოს? ნონა ნაკაშიძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე, კომპეტენტური სპეციალისტების არარსებობა და ფინანსური რესურსია: „ადამიანები, რომლებსაც ფსიქიკურ პრობლემებთან შეხება არ ჰქონიათ, მიიჩნევენ, რომ ეს მათ არ ეხება და პრობლემის გადაჭრაში არ მონაწილეობენ. მე ვფიქრობ, ჩართულობა უნდა გაიზარდოს, ეს არ არის მომგებიანი თემა სახელმწიფოსთვის და თუ საზოგადოების პირდაპირი ზეწოლა არ იქნება, ფორმალური ნაბიჯების გარდა, სხვა შედეგს ვერ მივიღებთ“.
10 ოქტომბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის დღეს აღნიშნავს. ამ დღის წლევანდელ თემას – „ინვესტიცია ფსიქიკურ ჯანმრთელობაში“ გარკვეულ წილად საქართველოც ეხმიანება. წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიატრების გადამზადება დაიწყო. სწავლება იმ მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც სამინისტროსა და ფონდ „გლობალური ინიციატივა – ფსიქიატრიაში“ შორის გაფორმდა.