სიახლეები

ეროსი კიწმარიშვილი მაესტროში შეიჭრა

30.05.2012
ეროსი კიწმარიშვილი მაესტროში შეიჭრა

ეკა აკობიამ, „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ეს წუთია „ბათუმელებს“ დაუდასტურა გავრცელებულ ინფორმაცია, რომ დღეს დილიდან ტელეკომპანია „მაესტროში“ ჟურნალისტები ვერ ახერხებენ შესვლას, რადგან იქ დილიდან იმყოფება ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც არ აძლევს ჟურნალისტებს შენობაში შესვლის შესაძლებლობას.

ეკა აკობია: „ეროსი კიწმარიშვილი 15-მდე თანმხლებთან ერთად ღობიდან გადამძვრალა და ისე შესულა ტელევიზიაში. თავდაპირველად დაცვისთვის უთხოვია, მაგრამ დაცვამ არ შეუშვა ტერიტორიაზე და სწორედ ამის შემდეგ გადამძვრალა ღობიდან.
გამოვიდა ინფორმაცია, რომ ეროსიმ უკვე მოხსნა ტელევიზიის გენდირექტორი და მამუკა ღლონტიც. თუმცა ვერ გავიგეთ, რომელი თანამდებობიდან მოხსნა მამუკა ღლონტი, მას ტელევიზიაში არც ერთი თანამდებობა არ უკავია, მამუკა „მაესტროს“ დამფუძნებელია.”
ეკა აკობია ამბობს, რომ ამ წუთებში ტელეკომპანია მაესტროსთან პოლიციაც იმყოფება. მისთვის უცნობია, ვინ გამოიძახა პოლიცია.
კომპანია „რუსთავის მედია მართვის“ დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი „მაესტროს“ მართვას ორი წლის წინ შეუდგა.
ჯერჯერობით, ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
ვარდების რევოლუციამდე ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი იყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.