Batumelebi | ეროვნული ჭიდაობების საერთაშორისო ფედერაცია ეროვნული ჭიდაობების საერთაშორისო ფედერაცია – Batumelebi
RU | GE  

ეროვნული ჭიდაობების საერთაშორისო ფედერაცია

ეროვნული-ჭიდაობების-საერ

ავტორი: მირანდა მიქაძე

იბრაჰიმ ოზტეკი და ჯემალ წულუკიძე

ეროვნული ჭიდაობების საერთაშორისო ფედერაცია

23-24 ივლისს თურქეთის ქალაქ ანთაკიაში მე-2 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა თურქულ ეროვნულ ჭიდაობაში. „აბას“ საჭიდაოდ თურქულმა მხარემ რვა ქვეყანა – საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ბულგარეთი, რუსეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი მიიწვია. საქართველოს აჭარის ქართული ჭიდაობის დელეგაცია წარმოადგენდა. გუნდურ ჩათვლაში საქართველო მე-3 ადგილზე გავიდა. ინდივიდუალურში კი იაგო ცივაძემ ასევე მე-3 ადგილი დაიკავა, რომელიც 6-გრამიანი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

ჯემალ წულუკიძე, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: „აბა“ სამხრეთ თურქეთში გავრცელებული ჭიდაობის ისტორიული სახეობა _ სამბოს, ძიუდოსა და უზბეკური ყურაშის ილეთების ნაზავი, უხეში ჭიდაობაა და რადიკალურად განსხვავდება ქართული ჭიდაობისგან. მაგრამ ჩვენმა სპორტსმენებმა ალღო კარგად აუღეს. ქალაქის მერი, გუბერნატორი, ერი და ბერი _ ყველა ჩართული იყო ამ ღონისძიებაში. იბრაჰიმ ოზტეკი, პროფესორი, რომელიც თურქეთის კარატეს და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი იყო, განსაკუთრებით ცდილობს თურქული ეროვნული ჭიდაობის პოპულარიზაციას”.

შეჯიბრების პარალელურად თურქების ინიციატივით ჭიდაობის ეროვნულ სახეობათა საერთაშორისო ფედერაციის შექმნის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

ჯემალ წულუკიძე: „ჭიდაობის ეროვნულ სახეობათა საერთაშორისო ფედერაცია  პოპულარიზაციას გაუწევს იმ ქვეყნების ჭიდაობის ეროვნულ სახეობებს, რომლებიც  გაწევრიანდებიან ამ ფედერაციაში. საქართველოშიც გაიმართება ტურნირი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ქართულ ჭიდაობას იჭიდავებენ და ქართული ჭიდაობის მადლს და ლაზათს დაანახებენ მთელ მსოფლიოს.  ეს ფედერაცია ჭიდაობის ეროვნული სახეობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება ქართულ საჭიდაო ჩოხას, ის უცვლელი დარჩება. იყო საუბარი ფორმის სახელოების დაგრძელებაზე, მაგრამ ეროვნულ ფედერაციაში და რეგიონებშიც გამოჩნდნენ საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებმაც მხარი აგვიბეს და ეროვნული ფედერაციის გაფართოებულ სხდომაზე საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ტრადიციული საჭიდაო ჩოხები არ შეიცვლება. ჩოხის შეცვლის შემდეგ ქართული ჭიდაობის სამასამდე ილეთი ვერ გაკეთდებოდა“.

აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციას თურქეთში თურქული ეროვნული საჭიდაო ჩოხა გადაეცა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge