სიახლეები

ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები

30.05.2012 • • 1152
ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები

ავტორი: ეთერ თურაძე

1 მარტიდან საქართველოში არც ერთი ე.წ. მინუსიანი სკოლა აღარ უნდა იყოს. რა შეიცვლება მთავრობის ამ გადაწყვეტილებით პატარა სკოლების მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის?-  რამდენად შეუწყობს ეს ხელს ისეთი სკოლის ჩამოყალიბებას, რომელიც, ძირითადად, ბავშვზე იქნება ორიენტირებული, ხოლო მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბარ პირობებში ჩააყენებს. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ სოფლებში ბავშვებს ისეთივე შესაძლებლობა ჰქონდეთ განათლების მიღების, როგორც ქალაქებში.

აჭარის მაღალმთიან სკოლებში 25 ათასამდე მოსწავლე სწავლობს, რაც ქალაქების მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის 17 ათასით ნაკლებია. როგორ პირობებში სწავლობენ ბავშვები მთებში? რა არის იმის მიზეზი, რომ, მაგალითად, ხულოს მუნიციპალიტეტში განათლების მიღების კუთხით, ბავშვები ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებიან, როგორც ეს შეფასების ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული კვლევების მიხედვით დადგინდა.

არსებული მდგომარეობის ანალიზი „ბათუმელებმა“ გულნარა შაინიძეს, ხულოში, სოფელ წაბლანას საჯარო სკოლის დირექტორს სთხოვა. ამ სკოლაში 153 მოსწავლე სწავლობს და იგი ეგრეთ წოდებული მინუსიანი (მცირეკონტიგენტიანი სკოლა, რომელსაც მოსწავლეთა ვაუჩერის თანხები არ ჰყოფნით) სკოლების კატეგორიას მიეკუთვნება.

გულნარა შაინიძე პრობლემებს რამდენიმე პუნქტად აყალიბებს:

პრობლემა 1. ეროვნულ გამოცდებზე ბავშვები, ძირითადად, ხვდებიან ფასიან ჯგუფებში, მშობლები კი ვერ იხდიან გადასახადს, შესაბამისად, მათ სწავლის გაგრძელების შანსი არ აქვთ. ამის გამო მოტივაცია არის ძალიან დაქვეითებული. ჩვენი ბავშვები, სკოლები, კონკურენციას ვერ უწევენ ქალაქის ბავშვებს. თუ, მაგალითად, თბილისელი ბავშვების პირისპირ დავაყენებთ ჩემი სკოლის მოსწავლეებს, ისე როგორც ეს ეროვნული გამოცდების დროს ხდება, ჩემები ყოველთვის დამარცხდებიან. სახელმწიფომ მათ განათლების მიღების თანაბარი პირობები უნდა შეუქმნას.

პრობლემა 2. გასულ წელს ჩატარდა ტრენინგები მასწავლებლებისთვის, მაგრამ ხულოდან მასწავლებლებმა ვერ მივიღეთ მონაწილეობა. ტრენინგის თაობაზე ჩვენამდე ზუსტმა ინფორმაციამ არ მოაღწია, ამიტომ სულ 5 კაცი შევიკრიბეთ. ტრენერმა, რომელიც თბილისიდან იყო ჩამოსული, ამ ხუთ პედაგოგთან აღარ იმუშავა. ასე დავრჩით შუა გზაზე. მხოლოდ ერთი სერტიფიცირებული მასწავლებელი მყავს სკოლაში.

პრობლემა 3. ბავშვების განკარგულებაშია მწირი ბიბლიოთეკა, ხოლო ინტერნეტი და კომპიუტერი მთელ სოფელში სამ ოჯახს თუ აქვს.
პრობლემა 4. ბავშვებს დამატებით ვერ ვამეცადინებთ.

გულნარა შაინიძის აზრით, მთავრობის ახალი ბრძანება, რამაც მინუსიან სკოლებში ფინანსური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს, სწავლებაზე აისახება: „აქამდე ხელფასი პრობლემა არ გვქონია, მაგრამ, დამხმარე ლიტერატურას ვერ ვყიდულობდით… მასწავლებლის შემოსავალი მართლა ახდენს გავლენას განათლებაზე – ხარისხიანი გაკვეთილი რომ ჩაატარო, საჭიროა უამრავი ლიტერატურა, რისი შეძენის საშუალებაც არ აქვთ პედაგოგებს. მე რა მეთოდური ლეტერატურაც შევიძინე, ეს ძალიან ბევრისთვის მიუწვდომელია“.
დირექტორისგან განსხვავებით წაბლანის სოფლის რწმუნებულს -დავით შაინიძეს აკმაყოფილებს მისი შვილების განათლების დონე. შარშან ხიჭაურის უნივერსიტეტში ამ სკოლის კურსდამთავრებული ოთხი ჩარიცხულიდან ერთ-ერთი სწორედ მისი შვილია.
ვერნების სოფლის რწმუნებულს – რაჟდენ სურმანიძეს კი ის აწუხებს, რომ მათ თემში, ანუ ოთხ სოფელში ინგლისურის მასწავლებელი არ ჰყავთ: „ჩემი შვილები მე-10 და მე-7 კლასში არიან, მაგრამ ინგლისური არც ერთს არ უსწავლია. ალბათ, ქალაქში მომიწევს ბავშვების გაგზავნა სამეცადინოდ.“

სოფელ ვერნების სკოლაში, რომელიც ასევე ფუშრუკაულის თემში შედის, კიდევ ორი სოფლის ბავშვები სწავლობენ. მახალაკურსა და ოშანახევიდან მე-5 კლასელები ყოველდღიურად 6 კილომეტრს გადიან ფეხით. ინგლისურის მასწავლებელი არც ვერნებში ჰყავთ. ამ სკოლაში 121 ბავშვი სწავლობს.
ზურაბი აბაშიძე, ვერნების სკოლის დირექტორი: „მთავრობა ხელფასის გარდა 300 ლარს აძლევს ინგლისურის მასწავლებლებს, მაგრამ არ უნდათ წამოსვლა…“

აჭარის მთის სოფლებში არც თუ ისე იშვიათიად, ქიმიის მასწავლებელი ფიზიკას ასწავლის. არის უარესი შემთხვევებიც – როცა ფიზკულტურის სპეციალისტი, იმის გამო, რომ რუსულად მეტ-ნაკლებად საუბრობს, რუსულის მასწავლებლად მუშაობს.
საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საყოველთავო დეკლარაციის თანახმად, უმაღლესი განათლება ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის, თითოეულის უნარის შესაბამისად. განათლების მიღება კი პედაგოგის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ არის სახელმწიფო ვალდებული, ქვეყნის ნებისმიერი სკოლა პროფესიონალი პედაგოგებით დააკომპლექტოს. სახელმწიფო მაგალითად, ხულოში, სადაც ხუთი ათასზე მეტ ბავშვს ინგლისურს სულ რამდენიმე მასწავლებელი ასწავლის, თავის ვალდებულებას ვერ ასრულებს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო ცდილობს, არსებული მდგომარეობა შეცვალოს. ეს სამინისტრო ინგლისური ენის მასწავლებლებს, რომლებიც სოფლებში წავიდნენ სამუშაოდ, შარშან ფულითაც ახალისებდა -მათ ხელფასის გარდა დამატებით 300 ლარს უხდიდა ყოველ თვეში. მინისტრი გია აბულაძე ამბობს, რომ ეს პროექტი გრძელდება: „უკვე ინგლისურთან ერთად ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებსაც ვაფინანსებთ 400 ლარით. რადგან ბევრი მსურველი არ გვყავს, განცხადებები სხვა რეგიონებშიც გავავრცელეთ. როგორც კი 3-4 განცხადება შემოდის, ეგრევე ვატარებთ კონკურსს და ვუშვებთ მასწავლებლებს სოფლებში“.

გია აბულაძე ამბობს, რომ დაგეგმილი აქვთ, როგორ უნდა გადაამზადონ სოფლების მასწავლებლები: „ბათუმის მასწავლებელთა სახლში პარალელურად გაკეთდება ტრენინგ-პროგრამები და პედაგოგებს ადგილზე გადავამზადებთ“.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნათია ანდღულაძე, რომელიც უკვე წლებია სკოლებში არსებულ მდგომარეობას იკვლევს, აჭარის განათლების სამინისტროს ერთგვარ რეკომენდაციასაც სთავაზობს:

„ხულოში, მაგალითად, არიან კარგი მასწავლებლები, არიან ცუდი მასწავლებლები, მაგრამ თანამშრომლობის ფორმები გაცილებით ჯანსაღია, ვიდრე ბევრ სკოლაში მინახავს, ანუ მასწავლებლები რჩებიან გვიან საღამომდე და მეცადინეობენ. მეორე დღეს სამასწავლებლოში განიხილავენ იმას, რაც წინა დღით დაამუშავეს. და არიან მასწავლებლები, რომლებსაც ელემენტარული რაღაც ეშლებათ.
რაც შეეხება ბავშვებს, არიან ბავშვები, რომლებსაც ვერ გამოარჩევ თბილისში, ვაკეში გაზრდილი ბავშვებისგან. 20-მდე ისეთ ბავშვს შევხვდი, რომლებიც ძალიან კარგად სწავლობენ და ნებისმიერ უნივერსიტეტში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას. მაგრამ ისენი, ძირითადად, მასწავლებლების შვილები არიან, ანუ მათ მშობლები უგეგმავენ განათლებას.
არის კატეგორია ბავშვების, რომლებიც შაბათ-კვირას ბათუმში დადიან და ემზადებიან. არიან ბავშვები, რომლებიც იქვე ემზადებიან, მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელი ერთ მოსწავლეს 50 ლარად ამეცადინებს.

არის ხალხი, რომლებიც „თავს იკლავენ“ განათლებისთვის. ასე მითხრეს, მაგალითად, ხიხაძირში მშობელი „ფეხსაც კი მოიჭრის“ და გაყიდის, ოღონდ ბავშვს ასწავლოსო… მაგრამ ბავშვმა, რომელიც კარგად სწავლობს და იცის, რომ მისი მამა უფულობის გამო თუნდაც ბათუმში ვერასდროს გაუშვებს, იმან რატომ უნდა ისწავლოს? ხომ იცის, რომ თავიც რომ დააკლას წიგნებს, ვერაფრით მოხვდება ბათუმში. პერსპექტივაში ხედავს ადამიანი, რომ მას არავითარი შანსი არ აქვს. და ბოლოს, ბავშვმა ამ ყველაფერს რომ მიაღწიოს, კარგი მასწავლებელი უნდა ჰყავდეს, ანუ პრობლემა კომპლექსურია.

ჩემი აზრით, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან უნდა გამოყოს ხარჯები იმისთვის, რომ გამორჩეულად კარგ ბავშვებს მინიმუმ ბათუმში ცხოვრებისა და სწავლის ხარჯები დაუფინანსოს. აჭარას აქვს ამისი ფული და ესაა საწყენი, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ცოტა რამ არის გაკეთებული. ამის გაკეთება შეიძლება თუნდაც ხიჭაურის უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება – ეს უნივერსიტეტი უნდა გახდეს სათემო უნივერსიტეტი, სადაც გააკეთებენ 2-წლიანი მოსამზადებელ კურსებს და პარალელურად რაღაც ხელობასაც ასწავლიან ბავშვებს. სხვანაირად, ამ უნივერსიტეტში მიღებული განათლების ღირებულება არაფერია“.

გადაბეჭდვის წესი