სიახლეები

ერთი კვირის ფასი ბათუმში

30.05.2012 • • 2673
ერთი კვირის ფასი ბათუმში

გასული წლისგან განსხვავებით, წელს აჭარაში დასვენების მსურველებს კიდევ უფრო მეტი თანხა დასჭირდებათ, მიზეზი – ფასების ზრდაა. შარშანდელთან მიმართებაში სტაბილური ფასები მხოლოდ სასტუმროებმა შეინარჩუნეს. სასტუმროს ტიპის სახლებსა და ბინებში ერთი ღამის გათევის ფასი, ისე როგორც კვების ფასი კაფე-ბარებში.

 ავტორი: თეონა თურმანიძე

გასულ წელს სასტუმრო „შერატონში“ სტანდარტული ნომერი 290 დოლარი ღირდა. სასტუმროს ადმინისტრატორის ინფორმაციით, წელს 206 დოლარადაც არის შესაძლებელი ღამის გათევა, ნახევრად ლუქსი 250 დოლარზე მეტი ღირს, ლუქსი – 325, პენთჰაუზის ფასი კი 2200 დოლარზე მეტია.

არ შეცვლილა ფასები სასტუმრო „ინტურისტშიც“. სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთადგილიანი ნომერი მინიმუმ 142 დოლარი ღირს, ლუქსი – 319, ხოლო ორადგილიანი ჩვეულებრივი ნომრის ფასი 166 დოლარია.

შედარებით იაფი ფასებია სასტურო „მარინაში“, რომელიც ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ამ სასტუმროში ერთადგილიანი ნომერი, რომელში საუზმეც შედის, 70 ლარი ღირს, ორადგილიანი – 160 ლარი, ლუქსის ფასი პირველ სართულზე 200, ხოლო მესამე სართულზე 280 ლარია.

სასტუმრო „ელ ბაკურში“  სტანდარტული ფასი 80 ლარია, ლუქსი – 120, ხოლო ორადგილიანი ნომერი 90 ლარი ღირს. აქ აქვთ პატარა ნომერიც, რომელიც 50 ლარი ღირს, ფასში არ შედის საუზმე. იმ სასტუმროებს, რომელთაც აუზები აქვთ, ნომრის ფასში ფიტნესიც შედის და სხვა გასართობი საშუალებებიც.

სასტუმრო „ალიკში“ ფასები 150 ლარიდან იწყება და 500 ლარამდე აღწევს.

რაც შეეხება კერძო სახლებსა და ბინებს, მაკლერების ინფორმაციით, ამ სექტორში მეტ-ნაკლებად შეიცვალა ფასები. ნინო ბერიძე: „ზღვასთან ახლოს, ნომრალური, კეთილმოწყობილ ბინაში, რომელსაც ცხელი წყალი და ინტერნეტი აქვს, 20 ლარი ყელაზე დაბალი ფასია. ერთი ოთახი ღირს როგორც 25, ის 30 და 100 ლარი. თუმცა არის უფრო ძვირიანი ბინებიც, მაგალითად, ოროთახიან ბინაში, სადაც 5-დან 8 კაცამდე თავსდება, 200-დან 250 დოლარს ითხოვენ, ასეთი ბინები კომფორტულია“.

ნაკლებად კომფორტული ბინების დაქირავება ერთი ღამით რუსთაველის, გრიბოედოვის, გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, კლდიაშვილისა და სხვა ცენტრალურ ქუჩებზეც დაახლოებით 20 ლარი და მეტი ღირს.

წელს ბინებს გასაქირავებლად ამზადებენ ბათუმის გარეუბნებშიც. მაკლერის ინფორმაციით, აქ ფასები 15 ლარიდან იწყება, თუმცა შასაძლებელია დაქირავება 10 ლარადაც. გასულ წელს ვინც 10 ლარად აქირავებდა ბინას, წელს ცდილობს 15 ლარამდე გაზარდოს ფასი, რადგან კომუნალური გადასახადები წინა წლებთან შედარებით გაიზარდა.

მაია მექვაბიძეს, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს, კარგად გარემონტებული ბინა აქვს, წელს ფასი არ გაუზრდია: „25 ლარად ვაქირავებდი შარშანაც, ტურისტებს ამაზე მეტის გადახდა უჭირთ“.

ერთ ადამიანს, იმ შემთხვევაში თუ  კერძო ბინაში იცხოვრებს, საშუალოდ, ერთი კვირის განმავლობაში, ბათუმში დასასვენებლად 120-დან 200 ლარამდე და უფრო მეტიც შეიძლება დასჭირდეს ღამისთევისთვის. ბათუმში ერთი კვირით ღამისთევისთვის თუ სასტუმროში იცხოვრებს, მინიმუმ 500 ლარია საჭირო.

რაც შეეხება კაფეებს, სადილი და ვახშამი თითქმის ყველა კაფეში 5-10 ლარით მეტი დაგიჯდებათ, გასულ წელთან. მაგალითად, გასულ წელს თუ სალათი ღირდა 5-6 ლარი, ახლა მისი ფასი 7-8 ლარია, წვენის ფასი 1.50-2.50-ლარამდე მერყეობს, პიცის ფასი იწყება 6 ლარიდან და 18 ლარს აღწევს, სპაგეტი – 4 ლარიდან 18 ლარამდე.

არის ადგილები, სადაც ცომეულსა და ხორცეულზე ფასი შენარჩუნებულია. თუმცა საერთო გათვლით, გასულ წელთან შედარებით, საკვებზე სულ მცირე 100 ლარით მეტი უნდა გაიანგარიშოს ტურისტმა. დღეში 2-ჯერ რომ ისადილო კაფეში, 15-20 ლარიდან 50 ლარამდეა საჭირო. საერთო ჯამში, დასვენებასა და კვებაში შეიძლება 250 ლარიდან 500 ლარამდე იკმარო ერთი კვირის განმავლობაში. ცხადია, ამაში გართობა არ იგულისხმება.

ერთ-ერთი ადგილი, სადაც ამ ზაფხულში ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება სადილობა თუ ყავის დალევა, „პრესკაფეა“, რომელიც სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს.

გართობისთვის ანუ ღამის კლუბებში დაგეგმილი ივენთებისთვის, დღეში სულ მცირე 100 ლარი, დანარჩენ დღეებში კი 50 ლარი მაინც უნდა გქონდეს.

გადაბეჭდვის წესი