სიახლეები

ერთი დღე მოსამართლე ბეჟანიშვილთან ერთად

30.05.2012 • • 1286
ერთი დღე მოსამართლე ბეჟანიშვილთან ერთად

თამარ ბეჟანიშვილიავტორი: ეთერ თურაძე

ადვოკატები ფეხის ხმაზე ცნობენ – სასამართლოს დერეფნებიდან წამოსული მისი ფეხსაცმლის ქუსლის ხმა სხდომის დარბაზშიც ყურს გჭრის. ამ ხმის გაგონებაზე იურისტები ამბობენ – „მოდის“… ხაშურში დაბადებული 34 წლის თამარ ბეჟანიშვილი 2009 წლიდან ყვარლის მოსამართლეა და ბათუმში მუშაობს. მოსამართლე ბეჟანიშვილს ეკუთვნის ფრაზა: გამამართლებელი განაჩენი იმიტომ ვერ გამომაქვს, რომ პროკურატურა „გამართულად“ და „ეფექტურად“ მუშაობს. 2007 წლიდან, ანუ აჭარაში მუშაობის პერიოდში ბეჟანიშვილს არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია. 11 აპრილს ბეჟანიშვილმა 5 სისხლის სამართლის საქმე განიხილა.

11 აპრილი, 11:00 საათი
თამარ ბეჟანიშვილმა ეჭვმიტანილ გ.ც-ს საქმე განიხილა. ადვოკატმა დავით საფარიძემ მოსამართლეს აცნობა, რომ პროკურატურასთან მიღწეულია საპროცესო შეთანხმება. „მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე არ იმყოფება საქართველოში, ამიტომ საპროცესო შეთანხმების ოქმზე ხელის მოწერა ვერ მოხერხდა. გთხოვთ, სხდომა გადადოთ“, – მიმართა ბეჟანიშვილს ადვოკატმა.

ინფორმაცია მოსამართლეს სტაჟიორმა პროკურორმა შოთა ხორავამაც დაუდასტურა. მოსამართლემ პროცესი გადადო.

ოფიციალური ცნობით, გ.ც-მ ქობულეთში 7 ბიჭთან ერთად იჩხუბა. 6 საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს, გ.ც-ს კი 2-წლიან პატიმრობასა და 2 ათასი ლარის გადახდას მოსამართლე ბეჟანიშვილი მიუსჯის.

ბეჟანიშვილმა პროცესი 7 წუთში დაასრულა.

11 აპრილი, 12:00 საათი
ძებნილ სოფიო დევაძის საქმეზე თამარ ბეჟანიშვილმა ადვოკატ დავით საფარიძისა და პროკურორ ადილარ წირღვავას „ბოლო სიტყვა“ მოისმინა. პროკურორმა თქვა – დამნაშავეა და დავსაჯოთო, ადვოკატმა – უდანაშაულოა და ნუ დავსჯითო. მოსამართლემ – დავსჯიო. 2 წლით პატიმრობა და 3 ათასი ლარის სახელმწიფოსთვის გადახდა – ეს განაჩენი ერგო ძებნილ დევაძეს მოსამართლე ბეჟანიშვილისგან.
სოფიო დევაძეს სახელმწიფო, ძირითადად, ყალბი დოკუმენტების დამზადებას ედავება. სასამართლომ ჩათვალა, რომ ძებნილმა ნამდვილად დაამზადა ყალბი პასპორტი და რუსეთში გაემგზავრა თავის ქმარ-შვილთან.
ბეჟანიშვილმა პროცესი 15 წუთში დაასრულა.

11 აპრილი, 13:00 საათი
სავსე დარბაზში ბადრაგს 60 წელს მიტანებული ქალის შემოჰყავს. მოსამართლე ბეჟანიშვილი ზ.მ-ს საქმის გახილვას იწყებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ელის.

ოფიციალური ცნობით, ზ.მ. ვალების გამოა დაპატიმრებული. ადვოკატი დავით ჯაფარიძე მოსამართლე ბეჟანიშვილს უხსნის, რომ საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან ვერ მოხერხდა – ზ.მ.-ს ოჯახს „საპროცესოსთვის“ ფული არ აქვს. ამას პროკურორი გიორგი დავითაშვილიც ადასტურებს.

ადვოკატის აზრით, ეჭვმიტანილი შვილისა და რძლის მიერ აღებული ვალების გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს. ზ.მ.-ს შვილი – რომან ლომინაძე იმავე მუხლით, რითაც მისი დედაა დაპატიმრებული, სასამართლომ უკვე ცნო დამნაშავედ.

ზ.მ.-ს ოჯახმა პირველ მომჩივანს გ.შ.-ს 30 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. მომჩივანი აღარ ჩივის, მაგრამ 10-მდე ახალი მომჩივანი გამოჩნდა. საქმე გადაიდო.

ბეჟანიშვილმა პროცესი 28 წუთში დაასრულა.

11 აპრილი, 14:00-15:00 – შესვენება

11 აპრილი, 15:00 საათი
სასამართლოში ექიმ გ.გ-ს ინტერესებსაც ადვოკატი დავით საფარიძე იცავს. ამ საქმის პროკურორ დავით ჭარბაძეს მოსამართლე ბეჟანიშვილი დარბაზში არ ხვდება. ეს მოსამართლეს არ მოსწონს.
გ.გ. ციხეში რომ არ წასულიყო, სახლი დააგირავა. ის ყალბი დოკუმენტების დამზადებას აღიარებს – „დაპროცესება“ უნდა. შეთანხმების თანახმად, სახელმწიფოს 9 ათას ლარს გადაუხდის.

ქობულეთელი ექიმი იმავე დანაშაულისთვის (ყალბი ცნობების გაცემა, რის საფუძველზეც რამდენიმე ადამიანს პენსია დაენიშნა) ორი წლის წინაც გაუსამართლებიათ.

ბეჟანიშვილმა პროცესი 10 წუთში დაასრულა.

11 აპრილი, 16:00 საათი
ვ.კ.-ს სოდ-ი ნარკოტიკის მოხმარება-რეალიზაციას ედავება და მოწმეებადაც მის თანამშრომლები გამოდიან. სტაჟიორი პროკურორის – გიორგი პერანიძის თხოვნის შემდეგ გამომძიებელი არჩილ ჯორთმენაძე მოუყვა მოსამართლეს, 12 თებერვალს როგორ უთვალთვალებდა სარფის ადმინისტრაციულ საზღვარზე ვ.კ-ს, როგორ დააკავა და როგორ ამოუღო ქურთუკის შიდა ჯიბიდან შავ პაკეტში გახვეული რაღაც ნივთიერება, რომელიც შემდეგ ჰეროინი აღმოჩნდა.

იმავეს ყვება ჯორთმენაძის კოლეგა გია შამილიშვილი. ის მხოლოდ ერთ დეტალს ამატებს – „ჩხრეკის დროს ვ.კ.-მ თქვა, რომ არ იცოდა, საიდან გაჩნდა ეს პაკეტი მის ჯიბეში“.

თითქმის იგივე გაიმეორა სოდის კიდევ ერთმა გამომძიებელმა გიორგი ბაბუჩაიშვილმა, ერთი დეტალის გამოკლებით. ადვოკატ კობა ჯაბუას კითხვაზე – რა განაცხადა პაკეტის დანახვაზე ვ.კ.-მ, გამომძიებელმა თქვა, – „განცხადება არ გაუკეთებია“. ბაბუჩაიშვილმა ვერ გაიხსენა, რა ფერის ქურთუკი ეცვა დაკავებულს ჩხრეკის დროს.

ვ.კ.-ს მეუღლე ამბობს, რომ მის ქმარს ნარკოტიკი ჩაუდეს.

ბეჟანიშვილმა პროცესი 1 საათში დაასრულა.

გადაბეჭდვის წესი