25-29 ივლისს ბათუმში ხარისხის ნიშნის კვირეული გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება, ასევე დაგეგმილი სიახლეები მომხმარებელს გააცნონ. კვირეულის ფარგლებში გაიმართება პიარ-აქციები, დეგუსტაციები, გამოფენა-გაყიდვები, მასტერკლასები, ფოტოკონკურსი, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები.
ხარისხის კვირეულის მიზანია, ბაზარზე არსებული პროდუქტისა და მომსახურების წარმოჩენა. ხუთი დღის მანძილზე ახალ ბულვარში მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, ყავისა და ტკბილეულის დღესასწაული, ლუდისა და თევზის ფესტივალი, სადაც ნებისმერ დამთვალიერებელს შეეძლება პროდუქტის დაგემოვნება.
კვირეულის მეოთხე დღეს, 28 ივლისს, საღამოს 7 საათზე ბათუმში გიგანტური აჭარული ხაჭაპურიც მომზადდება. გასულ წელს მომზადებული ხაჭაპურის სიგრძე 6 მეტრი იყო. მის მოსამზადებლად ორი ტომარა ფქვილი, 80 კილოგრამი ყველი, 400 ცალი კვერცხი და 30 კილოგრამამდე კარაქი დაიხარჯა. წელს კვირეულის ორგანიზატორები რეკორდის მოხსნას აპირებენ, აჭარული ხაჭაპურის სიგრძე 8 მეტრი იქნება.
გასული წლის გამოცდილების მიხედვით, როცა გიგანტური ხაჭაპურისგან ხუთ წუთში მხოლოდ ნამცეცებიღა დარჩა, აჭარული ხაჭაპურის „რეალიზაციის“ პრობლემა არც წელს იქნება და ყველა ცნობისმოყვარეს შეიძლება შეხვდეს ხაჭაპურის ერთი ყუა.
ხარისხის კვირეული არის ააიპ „ხარისხის ნიშნის” და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტი. აჭარის ხარისხის კვირეულის თანაორგანიზატორები არიან: ქ.ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს ხარისხის ფონდი (GQF).
ხარისხის ნიშნის კვირეული ევროპის ხარისხის ორგანიზაციის მხარდაჭერით ტარდება.