სიახლეები

გთხოვთ გადაეცით თქვენს ახლობლებს

30.05.2012 •
გთხოვთ გადაეცით თქვენს ახლობლებს

გენო გელაძე

ავტორი: გენო გელაძე (დემოკრატიის ინსტიტუტი)
ყველას გაუგია სულ ცოტა ერთი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გამოასახლეს ოჯახი საცხოვრებელი სახლიდან სხვისი ვალების გამო. ვინც ასეთი ისტორიების შესახებ მხოლოდ ზოგად ინფორმაციას ფლობს, ალბათ არ დაიჯერებს, რომ მსგავს სიტუაციაში შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს, თუკი მეგობრის, ოჯახის წევრის, ნათესავის თხოვნით ისე მოაწერს დოკუმენტს ხელს, რომ კარგად არ წაიკითხავს, გაიაზრებს და კვალიფიციურ იურისტთან არ გაივლი კონსულტაციას.

რადგან მხოლოდ 2011 წელში პირადად 7-ჯერ ვნახე, რომ ადამიანები სხვისი ვალების გამო ქონების გარეშე დარჩნენ, მოკლედ აღვწერ იმ სქემას, თუ როგორ გახდნენ ჩვენი თანამოქალაქეები თაღლითობის მსხვერპლი.

ყველაფერი იწყება ასე: ერთ დღეს ამ ადამიანს, რომელსაც ვერ წარმოუდგენია, რომ უახლოესი ადამიანი ატყუებს, – რამდენიმე კვირით ფულის სესხებას სთხოვს ოჯახის ისეთი ახლობელი, რომელსაც, როგორც იტყვიან „ლუკმას უყოფს“. რადგანაც ფულის სესხება (საუბარია 4 ათასიდან – 30 ათას დოლარამდე) არ ხერხდება, ფულის მთხოვნელი ამ ოჯახს სთხოვს კუთვნილი უძრავი ქონების (ბინა, კერძო სახლი, მიწის ნაკვეთი) იპოთეკით დატვირთვას მცირე ვადით (1-3 თვე). გამოუცდელი ადამიანებიც უარს ვერ ეუბნებიან ახლობლებს და თანხმდებიან.

შემდეგ ეტაპზე „საქმეში“ ერთვება თაღლითთა ჯგუფი, რომლებიც თავიანთ თავს მაკლერებს ან ხშირად იურისტებს უწოდებენ (მე ვიცი ბათუმში ასეთი, 3-4 ქალბატონისგან შემდგარი ჯგუფი) და ისინი პირველ ეტაპზე თავიანთი ხარჯებით სასწრაფოდ აწესრიგებენ იპოთეკით დასატვირთი ქონების დოკუმენტაციას (საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, სამკვიდროს მიღება და ა.შ.).

ქონების დოკუმენტების მოწესრიგების პარალელურად ეს პირები ე.წ. „თანხის გამსესხებლებს“ და „მსესხებელს“ ათანხმებენ სესხის პირობებს. სესხის პირობები, თანხის ოდენობა, ვადა და სხვა პირობები არ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს. ამის შესახებ თაღლითთა ჯგუფი და მსესხებელი თანხმდებიან. იპოთეკის პროცედურების შესახებ ხშირად მსესხებელიც არ არის ინფორმირებული.

როდესაც ეს ადამიანები შეთანხმდებიან (ამ პროცესს ხშირად რამდენიმე საათიც კი ყოფნის), მსესხებელი ქონების მესაკუთრეს თხოვს, რომ რეესტრში წაჰყვეს რამდენიმე წუთით და ხელი მოაწეროს „რაღაც საბუთს“. ეუბნება ე.წ. იურისტების (თაღლითების ჯგუფი) მიერ ნათქვამს, რომ ეს პროცედურა სესხის გამოტანისთვის არის საჭირო.

ქონების მესაკუთრე თავისი ახლობლისადმი ნდობის თუ უხერხულობის გამო (რატომღაც დოკუმენტის წაკითხვა ახლობლისადმი შეურაცხყოფის ტოლფასია), ბრმად აწერს ხელს დოკუმენტს, რომელიც ხშირად არის არა იპოთეკის ხელშერკულება, არამედ ხელშეკრულება – „ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით“, ანუ მესაკუთრე ხელს აწერს ქონების გაყიდვაზე. ამის საფუძველზე ქონება რეგისტრირდება გამსესხებლის, ამ შემთხვევაში „მყიდველის“ სახელზე. ამ დოკუმენტით ყოფილ მესაკუთრეს ქონების გამოსყიდვისთვის ეძლევა „ვადა“ (2-3 თვე). ამ დოკუმენტში არ ფიქსირდება მსესხებელი, გამსესხებელი და შუამავალი.

ქონების მესაკუთრის ახლობელი „ნასესხებ თანხას“ არაოფიციალურად სესხულობს, სამაგიეროდ, თუკი იგი ხელშეკრულებით („ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით“) დადგენილ ვადაში თანხას არ გადაიხდის, ეს ქონება საკუთრების უფლებით რჩება არაოფიციალურ გამსესხებელს, რომელსაც დოკუმენტებით მყიდველი ჰქვია (ამ პროცესის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე არის ის, რომ ქონების მესაკუთრესთან შეტყობინება არ მიდის იმის შესახებ, რომ ქონება ხელმოწერისთანავე გადაფორმებულია ვიღაც „გამსესხებელზე“ და 2/3 თვის შემდეგ მას თავისივე ქონების გამოსყიდვის უფლებაც ერთმევა).

ამ პროცესიდან 3-4 თვის შემდეგ, ადამიანს, რომელმაც, მისი აზრით, იპოთეკით დატვირთა ქონება და ახლობელს „სესხის გამოტანაში დაეხმარა“, აკითხავს ქონების უკვე ახალი მესაკუთრე, რომელიც თხოვს ქონების (ბინა, კერძო სახლი) დაცლას. მას აქვს ამისი მოთხოვნის უფლება, – ქონება უკვე მისია.

მგონია, საჭირო აღარ არის ამ ამბების გაგრძელების აღწერა. მკითხველი თავად წარმოიდგენს, რა ხდება მსგავს შემთხვევებში (უახლოესი ადამიანი 3 თვეში უსახლკაროდ როცა გტოვებს, ყველა თავისებურად ახდენს „რეაგირებას“).

სხვისი ვალების გამო საკუთარ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაცია (ვალზე პასუხისმგებლობის აღება) დიდი რისკია. საერთოდ დაღუპვაა, როდესაც ადამიანები სესხის ხელშეკრულების ნაცვლად აფორმებენ „ნასყიდობას გამოსყიდვის უფლებით“.

ეს თაღლითთა ჯგუფი ბათუმში დღესაც მოქმედებს. მათი საქმიანობით არ ინტერესდება შესაბამისი ორგანოები. მონდომების შემთხვევაში ამ საქმის გამოძიება მინიმუმ იმით უნდა დაიწყოს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყველა ხელშეკრულება „ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით“ უნდა გადაამოწმონ. ვფიქრობ, ასეთი ხელშეკრულებების 90% სწორედ ზემოაღნიშნული მექანიზმით არის შედგენილი.

და ბოლოს, მინდა გაზეთის მკითხველს ვურჩიო (გთხოვთ, იგივე ინფორმაცია გადაეცით თქვენს ახლობლებს): ნუ მოაწერთ ხელს დოკუმენტს, სანამ დეტალურად არ წაიკითხავთ და გაიაზრებთ. უმჯობესია, თუკი ნოტარიუსთან და საჯარო რეესტრში დოკუმენტების ხელმოწერამდე კვალიფიციურ იურისტთან გაივლით კონსულტაციას. ეს არის თაღლითობისგან თავდაცვის გზა.

გადაბეჭდვის წესი