სიახლეები

გზა ნორვეგიისკენ

30.05.2012 • • 3129
გზა ნორვეგიისკენ

ავტორი: მირანდა მიქაძე
22 წლის დათო ბაციაშვილი რუსულ, ინგლისურ, ნორვეგიულ, შვედურ და  პოლონურ ენებს ფლობს. დათო სტუდენტური გაცვლითი პროგრამებით ენების უკეთ შესასწავლად ნორვეგიასა და პოლონეთში იმყოფებოდა. 9 აგვისტოს ერთი წლით კვლავ ნორვეგიაში მიდის სასწავლებლად. მიუხედავად ნორვეგიაში დატრიალებული ტრაგედიისა, ის გეგმების შეცვლას არ აპირებს.

სკოლის პერიოდში განსაკუთრებულად მაინტერესებდა სკანდინავიური ქვეყნები. თსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მეორე სპეციალობის არჩევის დროს მომეცა საშუალება, სკანდინავისტიკა ამერჩია და მეც არ დავფიქრებულვარ. ორი წელი ვსწავლობდი ნორვეგიულ ენას. 2009 წელს ოსლოში საგაზაფხულო ბანაკში ექვსი კვირით ვიყავი ნორვეგიული ენისა და კულტურის უკეთ შესასწავლად,  2010 წელს კი ოთხი კვირა ქალაქ ბერგენში დავყავი. სტუდენტური გაცვლითი პროგრამით პოლონეთშიც ვიყავი ორ თვეს. საქართველოს შესახებ მაღალ კლასებსა და კოლეჯებში პრეზენტაციებს ვმართავდი.

ოსლოში წელსაც მივდივარ, ამ სამოთხეში ჯოჯოხეთი დატრიალდა, შოკირებული ვარ, მაგრამ გეგმის შეცვლას არ ვაპირებ, 10 აგვისტოს იქ ვიქნები. სამაგისტრო პროგრამა უნდა გავიარო. ჩემი მონაცემები გავაგზავნე და სტიპენდია – 12 ათასი ევრო მოვიპოვე. ერთწლიანი სამაგისტრო კურსის გავლის შემდეგ ნორვეგიული ენის სპეციალისტის წოდება მომენიჭება და ნებისმიერ უნივერსიტეტში შემეძლება ნორვეგიული ენის სწავლება.

ნორვეგია განვითარებად ქვეყნებში თავისი კულტურის გავრცელებას უწყობს ხელს და საქართველოშიც ნელ-ნელა იზრდება ნორვეგიული ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა. თსუ-ის სკანდინავისტიკის ცენტრს, რომლის ხელმძღვანელია კახა ლორიაა, მემორანდუმი აქვს გაფორმებული ოსლოს უნივერსიტეტთან. ბავშვებიც ძალიან მონდომებულები არიან, რადგან დიდი შანსი აქვთ, გაცვლითი პროგრამით წავიდნენ ნორვეგიაში. ჩემს მეგობრებს ყოველთვის ვურჩევ, რომ ნორვეგიული ენა შეისწავლონ, რადგან ძალიან საინტერესო ქვეყანაა და დიდი შანსია საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების.

– ნორვეგია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად მიიჩნეოდა…

–  შეძრწუნებული ვარ იმითი, რაც ნორვეგიაში მოხდა. სამძიმარს ვუცხადებ ნორვეგიელ ხალხს, განსაკუთრებით ვწუხვარ ქართველი გოგონას დაღუპვის გამო. კუნძულ უტოიაზე, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ქართველი გოგონები ნორვეგიის მმართველი სოციალისტური შრომის პარტიის ახალგაზრდული  ფრთას ჰყავდა მიწვეული. არ გამკვირვებია, იმ საშინელი ტრაგედიის დროს ადამიანებმა თავის დაცვა რომ ვერ შეძლეს. ჩემთვის გასაკვირი ის იყო, რომ ეს დანაშაული ნორვეგიელმა ჩაიდინა. იმდენად უსაფრთხო ქვეყანაა, ჩემი თვალით დავინახე პარლამენტის თავჯდომარე ველოსიპედით როგორ მიდიოდა სამსახურში. კუნძულზე სტუდენტებთან ერთად ნორვეგიის პრინცესას ნახევარძმაც დაიღუპა. წარმოიდგინეთ როგორი ქვეყანაა, სამეფო ოჯახის ნათესავი კუნძულის დაცვაში მუშაობდა. ხალხი იმდენად კარგად ცხოვრობს, რომ უსაფრთხოების ზომები არ არის გამკაცრებული, პოლიციელი თუ ხარ, არ ნიშნავს, რომ იარაღის ტარების უფლება გაქვს. იარაღი რომ ატარო, განსაკუთრებული სტატუსი უნდა გქონდეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ფაშისტებმა ნორვეგია დაიპყრეს, ქვეყანას ასეთი დიდი დანაკლისი არ განუცდია, არანაირი ძალადობრივი აქტი არ მომხდარა.  ქვეყანაში, სადაც ადამიანმა განვითარების უმაღლეს ეტაპს მიაღწია, არავინ ელოდა ასეთი საშინელება თუ მოხდებოდა. იქ მაქსიმალური სასჯელი 21-წლიანი პატიმრობაა. მსოფლიოში ყველაზე ჰუმანური ციხეც ნორვეგიაშია, სასტუმროსავითაა, ხალხს გამოსვლა აღარ უნდა ციხიდან. ნორვეგიელი ერი არ არის რელიგიური, მაგრამ დემოკრატიული იდეალებით ცხოვრობენ, სადაც ადამიანის თავისუფლებასა და თანასწორობაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

მიუხედავად ამისა, ნორვეგიელი ხალხი არავის პატიობს დანაშაულს. მაგალითად, კნუტ ჰამსუნი – ადამიანი, რომლის მსგავსი ნორვეგიაში არ დაბადებულა, მსოფლიო დონის კლასიკოსი, ნობელის პრემიის მფლობელი, ფაშისტებს უჭერდა მხარს, ფიქრობდა, რომ ჰიტლერის გერმანია უკეთესი იყო, ვიდრე ინდუსტრიული  ბრიტანეთი. ამის გამო, ამ პიროვნების არც ერთი სახელობის ქუჩა და ძეგლი არ არსებობს ნორვეგიაში. თუმცა ციხისთვის მაინც ვერ გაიმეტეს და როგორც გიჟს, შინა პატიმრობა მიუსაჯეს.

– ქვეყანაში, სადაც  4 მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, ძალიან ბევრი ემიგრანტია. ნორვეგიელები თუ გამოხატავენ პროტესტს ემიგრანტების მიმართ?

–ვფიქრობ, ანდერს ბრეივიკი ავადმყოფი უნდა იყოს. ეს ადამიანი ამბობს, რომ ისლამიზაციის წინააღმდეგ გაილაშქრა, თუმცა ამოხოცა ნორვეგიული სამთავრობო პარტიის ახალგაზრდა სოციალისტური ფრთის ლიდერები. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნორვეგიელი ხალხი, როგორ გაასამართლებენ ამ პიროვნებას, შეიცვლება თუ არა დამოკიდებულება მიგრანტებთან მიმართებაში. ოსლო საერთაშორისო ქალაქია, ქვეყანა ცდილობს ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებული, ომის შედეგად დაზარალებული ადამიანები შეიფაროს და ყველანაირ პირობებს უქმნის მათ. საშიშროება იმისა, რომ ნორვეგიელი ხალხი მიგრაციის წინააღმდეგ ტერორისტული მოწოდებებით გამოვიდეს, არ არსებობს,  რადგან უკვე რამდენიმე წელია, ნორვეგიელი ერი ქვეყნის მთავრობაში ნორვეგიის სოციალისტური შრომის პარტიას ირჩევს, რომელიც მიგრანტებთან დაკავშირებით არ ცვლის პოლიტიკას. დარწმუნებული ვარ, ნორვეგიაში ანდერს ბრეივიკს მომხრეები არ ეყოლება, ის ერთადერთი იყო, რომელსაც, ჩემი აზრით, თავის გამოჩენა უნდოდა.

– ნორვეგიელები ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგნი არიან…

– ნორვეგიამ დამოუკიდებლობა 1905 წელს მოიპოვა, მანამდე დანიისა და შვედეთის კოლონია იყო ან საერთო მართველობა ჰქონდათ. დამოუკიდებლობას გემო რომ გაუგეს, ევროკავშირში გაწევრიანებაზეც აცხადებენ უარს, ორი რეფერენდუმი ჩავარდა. ძალიან თავისუფლების მოყვარე ხალხია და არ უნდათ, რაიმე სახით სხვაზე იყვნენ დამოკიდებულები. ორი ენა აქვთ – ბუქმოლი და ნიუ ნორში.

ბუქმოლი ყველაზე გავრცელებული კონსერვატიული ენაა, ნიუ ნორში ხელოვნურად შექმნილი ენაა, რომლითაც ახალგაზრდები ცდილობენ საუბარს. ნორვეგიული ენა – ბუქმოლი დანიურიდანაა შექმნილი, ნორვეგიელებს კი საკუთარი ენის შექმნა სურთ. ასევე აქვთ ბევრი დიალექტი. ბერგერში რომ ჩავედი, მეგონა ნორვეგიული არ ვიცოდი, მაგრამ მერე შევეჩვიე. იქ ყველას აქვს ფული, ჩრდილოეთისა და ნორვეგიის ზღვაში გაზს მოიპოვებენ, აქვთ მდიდარი ბუნება და ისლანდიის შემდეგ მეორე ადგილზე არიან თევზჭერით. მაგრამ ყველაზე მდიდარი ადამიანი იქ ველოსიპედით გადაადგილდება, რადგან ჯანმრთელობასა და ქვეყანის ეკოლოგიაზე ზრუნავენ.

გადაბეჭდვის წესი