სიახლეები

გაყიდე და მოხსენი სტატუსი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვის პოლიტიკა

30.05.2012
გაყიდე და მოხსენი სტატუსი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვის პოლიტიკა

ავტორი: ნანა კვაჭაძე 

„კულტურული ტურიზმი, ასეთი ცნება ჩვენთან არ არსებობს, ჩვენთან ძველს ანგრევენ და ახლის აშენებით ცდილობენ ტურიზმის განვითარებას“ – G-PAC -ის პროგრამის სტიპენდიანტი სულხან ოქროპირიძე ორი თვის მანძილზე სწავლობდა აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვის საჯაროობას. ეს განცხადება მან დღეს, პრესკაფეში გამართულ დისკუსიაზე გააკეთა, სადაც ორთვიანი მუშაობის შეგედეგები გააცნო სპეციალისტებს.
შესწავლილი ოთხი ძეგლიდან (ფიჭვნარის ძველი წელთათღრიცხვის 8-7 საუკუნით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლი, ბათუმის ზღვისპირა ბულვარი, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის შენობა, ყოფილი შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობა (ძველი სასტუმრო „ბელ-ვიუ”) ორი დაგრეულია: გოგებაშვილის ქუჩაზე №8-ში მდებარე სასტუმრო BELLE–VUE -ს (შემდგომში შინაგან საქმეთა სამმართველო) შენობა, რომელიც მე–19 საუკუნის მიწურულს აიგო და ძველი ბათუმის მაღალი კლასის სასტუმრო იყო და მე-19-მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული დახელოვნების ინსტიტუტი. ორივე შენობას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ გაყიდვის შემდეგ მოუხსნა ძეგლის სტატუსი.
რა მდგომარეობაშია აჭარაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რა საფრთხე ემუქრებათ მათ და რას ფიქრობენ სპეციალისტები, ამის შესახებ წაიკითხეთ სტატია გაზეთ „ბათუმელების” 5 დეკემბრის ნომერში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.