Batumelebi | გაქურდული და დაჯარიმებული მაღაზიები გაქურდული და დაჯარიმებული მაღაზიები – Batumelebi
RU | GE  

გაქურდული და დაჯარიმებული მაღაზიები

ქურდობა-და-ჯარიმები-კონც

ავტორი:  მირანდა მიქაძე

უფასო კონცერტი და 500-ლარიანი ჯარიმები

2 აგვისტოს, ენრიკე იგლესიასის კონცერტის დღეს, ევროპის მოედნის 

მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს მდებარე არაერთი მაღაზია 500 ლარით დააჯარიმეს. მაღაზიის გამყიდველები ერთსა და იმავე ამბავს ჰყვებიან. მათი თქმით, იმ საღამოს ყველა მომხმარებლისთვის სალაროს ჩეკის ამოწერა შეუძლებელი იყო.

“მთელ დღეს აქაურობა გადაკეტილი იყო. კაცი არ შემოდიოდა, თან სასმლის შეტანა არ შეიძლებოდა და არც ყიდულობდნენ. კონცერტი რომ დამთავრდა, მოწყურებული, გადახურებული ხალხი წამოვიდა –  3 კვადრატულ ადგილზე 30 კაცი იდგა, მარტო იმ 20 წუთს იყო ასეთი ამბავი. ზოგიერთს ვურტყამდი ჩეკს, ზოგიერთს – არა. ისეთი აურზაური იყო, ვის რა მიჰქონდა და რას იპარავდა, არ ვიცი, ვერ დაცავდი. ვინ რა დაიტაცა და რა მოიპარა, ღმერთის მეტი კაცმა არ იცის. დევინახე `მაროჟნი~ რომ წეიღეს, იმას რას გეეკიდებოდი, ამ დროს სხვა მოგპარავდა. 12-ს 10 წუთი აკლდა უკნიდან ხურდა დაყარეს, ჟუაჩკა~ მინდაო, რომ არ წევიდა, მივხდი საგადასახო იყო, მარა ჩეკის ამორტყმას ვეღარ მოვასწრებდი. თან ოფიციალური კი არა, კერძო საგადასახადო იყო. იმ დღეს სულ 400 ლარი ვივაჭრე”, – გვითხრა

იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა ბეჟან წულუკიძე: “იმ დღეს უფრო წყალი და ნაყინი იყიდებოდა. ვის რა მიჰქონდა, არ ვიცი, შეიძლება დატაცებაც იყო და რამე მოიპარეს. “ჟუაჩკა” აიღო, შეტრიალდა, შემოტრიალდა და საგადასახადოდან ვარო. ახალგაზრდა ქალი იყო, ვთხოვე, ხომ ხედავთ ვერ ვასწრებთ, შემოდით და თქვენ ამოარტყით-მეთქი, დედას გეფიცებით ასე ვუთხარი. მე არ მაქვს უფლებაო და ჯარიმა დამიწერა. თხოვნა მექნება, გაითვალისწინონ ის სიტუაცია და ჯარიმა მომიხსნან. ის დღე “ზარალი” იყო. 2,5-ლიტრიანი პივები გაჰქონდათ მაღაზიიდან, რამდენჯერ უკან დავაბრუნებინე. საღამოს ათის ნახევარზე დამაჯარიმეს, გავბრაზდი, დავკეტე მაღაზია და სახლში წავედი. 600 ლარამდე ვივაჭრე და 500 ლარი ჯარიმა უნდა გადავიხადო”.

გულო სურმანიძე უფრო ადრე დააჯარიმეს: “კონცერტამდე ერთი კვირით ადრე დამაჯარიმეს. მაღაზიაში გამყიდველი მინდოდა ამეყვანა და იმას ვუხსნიდი, რისი გაკეთება ევალებოდა. ამ დროს გოგო შემოვიდა საზღვაო ფორმაში “სელპაკი” მინდაო, ფული დამიდო და გააზრებაც ვერ მოვასწარი, საგადასახადოდან ვარო, მითხრა. კონცერტის დღეს ამ პატარა მაღაზიაში 6 დამხმარე მყავდა, ნაცნობი ვინც შემოვიდოდა, ყველას დახმარებას ვთხოვდი. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ადამიანი უკან მოვაბრუნე, მაღაზიიდან გაჰქონდათ სასმელები და პროდუქტები. 10 წელია ვვაჭრობ და ასეთი ხალხმრავლობა არ მინახავს”.

ჯემალ შავაძე მაღაზიების “ამაოხრებელსაც” ასახელებს: “მე კონცერტის დღეს გადავრჩი, მარა 2 კვირის წინ მაინც დამაჯარიმეს. გოგო შემოვიდა, რაღაცა “ჟუაჩკა” მინდაო, ის არ მქონდა, მერე სხვა მივეცი, თან ამ დროს “მაროჟნის” ხურდას ვაგროვებდი, სხვა კლიენტი მყავდა. ხურდა დააწყო მაგიდაზე, მე “მაროჟნის” ფული მქონდა ხელში და ჩეკს ვერ ამოვარტყამდი. მესხმა დამაჯარიმა. ნინო მესხმა ააოხრა აქაურობა. კონცერტის დღეს რაც შემეძლო ვწერდი ჩეკს. კონცერტის  დღეს იმდენი ხალხი იყო, მგონი საგადასახადო ფიზიკურად ვერ შემოვიდა მაღაზიაში. ფულის მაგივრად კევს ვაძლევდი ხალხს ხურდაში”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge