მთავარი,სიახლეები

უქმე დღეებში საბაჟო ჩვეულებრივად იმუშავებს, ზოგი მომსახურების ტარიფი გაორმაგდება – შემოსავლები

03.05.2024
უქმე დღეებში საბაჟო ჩვეულებრივად იმუშავებს, ზოგი მომსახურების ტარიფი გაორმაგდება – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით:

  • 2024 წლის 7, 8 და 10 მაისს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ  საქმიანობას.
  • 7, 8 და 10 მაისს, გაწეული მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფები არ გაორმაგდება/არ გაიზრდება.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებში [3-6 და 9 მაისს] საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური, საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილების შესაბამისად გაორმაგდება/გაიზრდება.

  • ამასთან, 2024 წლის 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.

„გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით [მ.შ. ელექტრონული] სარგებლობისას. ამასთან, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისს, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს – 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

————

საქართველოში 3-დან 12 მაისის ჩათვლით ოფიციალურად დასვენების დღეებია. მთავრობის დადგენილებით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, აღდგომის მომდევნო დღეები, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა:

მთავრობამ 7, 8 და 10 მაისი დასვენების დღეებად გამოაცხადა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: