კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს 5 აპრილს, 15:25 საათიდან, წყალმომარაგება შეუწყდათ ანგისის დასახლებაში, ჰელიმიშის, კაჩინსკების, ლორთქიფანიძისა და ნიჟარაძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე წყალი ჩაირთვება 6 აპრილის 02:00 საათამდე.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version