დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, 2 იანვარს, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა რაჭაში, ქალაქ ამბროლაურიდან 14 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ბაჯთან მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.3 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის სიღრმე 13 კმ იყო.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version