მთავარი,სიახლეები

რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე ვირთხების პრობლემაა – ბრიტანეთის დაზვერვა

23.12.2023 • 966
რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე ვირთხების პრობლემაა – ბრიტანეთის დაზვერვა

ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინისა და რუსეთის ჯარები, დიდი ალბათობით, ვირთხებისა და თაგვების განსაკუთრებით დიდ შესევას განიცდიან ფრონტის ხაზის ზოგიერთ სექტორში – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური წერს დღეს, 23 დეკემბერს, X-ზე [ყოფილი ტვიტერი] რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ გამოქვეყნებულ მოკლე ცნობებში.

დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვირთხების პოპულაციის ზრდა გამოიწვია შემოდგომაზე საბრძოლო მოქმედებების გამო მინდვრებში დარჩენილმა ბევრმა საკვებმა, ზამთრის დადგომისა და აცივების შემდეგ კი ვირთხები, სავარაუდოდ, თავშესაფარს ეძებენ ფრონტის თავდაცვით პოზიციებზე განთავსებულ  საბრძოლო ტექნიკაში, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს მებრძოლების განწყობაზე.

გარდა ამისა, მღრღნელები საფრთხეს უქმნიან სამხედრო აღჭურვილობას კაბელებით გადაღრღნით, როგორც ეს დაფიქსირდა იმავე ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.

დაზვერვის ცნობებში ასევე აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ, რუსული ქვედანაყოფები განიცდიან გახშირებულ ავადმყოფობას, რასაც სწორედ მღრღნელების პრობლემას უკავშირებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: