სიახლეები

მშენებლობაზე დაშავებული მუშების მდგომარეობა მძიმეა

04.07.2016
მშენებლობაზე დაშავებული მუშების მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მიმდინარე მშენებლობის დროს დაშავებული ორი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სპეციალური მკურნალობა ერთ მათგანს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო მეორეს რეფერალურ საავადმყოფოში უტარდება.

ისინი საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებებით – მრავლობითი მოტეხილობებითა და შინაგანი ორგანოების დაზიანებებით მოათავსეს. როგორც საავადმყოფოებში „ბათუმელებს“ განუცხადეს, ორივე პაციენტი უგონო მდგომარეობაშია და აპარატზეა მიერთებული.

2 ივნისს, საღამოს, ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში მდებარე მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა. თვითმხილველის თქმით მუშები მეორე სართულზე ქარგილის, ე.წ. “აპალოვკის” დასხმის დროს დაშავდნენ. ამ ადგილას დეველოპერული კომპანია “დს გრუპი” მრავალსართულიან, მრავალფუნქციურ კორპუსს აშენებს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ლამინი G” ასრულებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: