უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 271 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470]
- ტანკი – 4 612 ერთეული [+13]
- ჯავშანტექნიკა – 8 814 ერთეული [+4]
- საარტილერიო სისტემა – 5 972 ერთეული [+28]
- MLRS – 774 ერთეული [+5]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 521 ერთეული [+4]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 714 ერთეული [+17]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 8 492 ერთეული [+34]
- სპეცტექნიკა – 889 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 467 თვითმფრინავი
- 249 ვერტმფრენი
- 6 800 უპილოტო საფრენი აპარატი
- 437 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 865 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 150 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 394 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 13 019 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამ თემაზე:
ანდრიივკის გათავისუფლებისას რუსეთის 72-ე ბრიგადა გავანადგურეთ – უკრაინელი მებრძოლები